ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ატილა, საყოველთაო დამპყრობელი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საყოველთაო მძარცველი და მაოხრებელი, საკუთარ თავზე ამბობდა: "სადაც ჩემი ცხენი გაივლის, იქ ბალახი არ ამოდის". ბოროტი ადამიანები ბოროტებით თავსაც იქებენ, კეთილნი კი სიკეთის ქმნისა... იხილეთ სრულად
უბოროტობაში გულით ივარჯიშე, სხეულით კი - სიწმინდეში; ერთიც და მეორეც ღვთის ტაძრად გაქცევს.
საჭმელი კი არ არის ბოროტება, არამედ ნაყროვანება. ფული კი არა, არამედ ვერცხლისმოყვარეობა; დიდება კი არა, არამედ პატივმოყვარეობა. ბოროტება წარმოიშობა მათი ბოროტად გამოყენებით.
ჯერ კიდევ არ უყვარს სიკეთე და ბოროტება არ შეუძულებია მას, ვინც უკანასკნელს ებრძვის მხოლოდ იმის იმედით, რომ ბოროტებაზე გამარჯვებულის დიდებას მოიხვეჭს
გაცილებით მეტს ნიშნავს, თვით სიკეთის გამო სიკეთეზე უარის თქმა არ გსურდეს, ვიდრე ბოროტების შიშის გამო ბოროტებაზე არ დათანხმდე.
ბოროტების (დაცემისა და თვით დაღუპვისაც - სათნოებებში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგაც) დასაწყისი სიკეთისადმი დაუდევრობაა, ისევე, როგორც უკუნეთის დასაწყისი არის განშორება ნათლისა