ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
თუ წარმოვიდგენთ სათნოების არა მხოლოდ სიმძიმეს, არამედ - მის ჯილდოსაც, მალე განვიშორებთ სულიდან ყოველგვარ ბოროტებას.
ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია - არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა... იხილეთ სრულად
როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე, ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატების დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა
მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისაგან ბოროტებას ქმნიან.
ბოროტების და ცოდვის ქმნა თავადაც შეგვიძლია და ვცოდავთ კიდეც, მაგრამ სიკეთის კეთებას უფლის გარეშე ვერ შევძლებთ.
იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება.