მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მშვიდობის შვილებს არამშვიდობიან ხელისუფალთანაც შეუძლიათ, მოთმინებით შეინარჩუნონ მშვიდობა.
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი. რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში. ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე. უ... იხილეთ სრულად
ყოველი გასაჭირი, რომელიც გვაქვს, ადამიანთაგან იქნება იგი, დემონთა თუ ჩვენივე ბუნებისაგან, ფარულად ყოველთვის შეიცავს შესაბამის შენაძენს. და ვინც სულგრძელებით ითმენს, იღებს საზღაურს - აქ დაწინდვას, იქ კი აღსრულებას.
შვილო ჩემო, ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. "რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაიმე უწყინ" (ზირ. 34, 10). "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი სასოებასა, ხოლო სასოებამან არა ... იხილეთ სრულად
შენს ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძე; არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი; არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.
აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს; არამედ დაითმინე, ვიდრე შენი აზრები დამშვიდდება და შემდეგ წყნარად თქვი.
როდესაც შეურაცხმყოფელ ანდა დამამცირებელ სიტყვას მოისმენ, ფრთხილად იყავი, რომ არ განრისხდე, რათა "გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის" (იაკ. 1, 20). უმჯობესია, საკუთარ თავს უთხრა: აი, შემთხვევა, რომელმაც მოთმინება... იხილეთ სრულად