ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც ღვთის წინაშე თავს იმართლებს, არაწმიდაა, ყველაზე წმიდანიც რომ იყოს; და პირიქით, ვინც თავს ყველაზე უკანასკნელად თვლის, განმართლდება.
რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, რაც უფრო ღატაკი და არარაობაა იგი საკუთარ თვალში, მით მეტად ამაღლებული და ძვირფასია ღვთის წინაშე.
როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას შეხვდები, იფიქრე, რომ ღმერთმა იგი შენი დიდებისათვის გამოგიგზავნა.
წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.
იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა გეშინოდეს, რამდენადაც საკუთარი ბოროტი ბუნებისა, რამეთუ ისინი გაიძულებენ, ღმერთს მიმართო, და თვითონაც ვერ ხვდებიან, როგორ გაახლოებენ ღმერთთან; ჩვენი ბოროტი ბუნება კი ღმერთს განგვაშორებს და მის... იხილეთ სრულად