თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე ...
იხილეთ სრულად
თუ სიკეთე არ გაგაჩნია, მაშინ შენში ცოდვაა ჩაბუდებული. ერთჭერქვეშ სიკეთისა და ბოროტების თანაცხოვრება შეუძლებელია. ისევე როგორც ნათელი და ბნელი ერთმანეთთან შეუთავსებელია. თუ სინათლე გაუჩინარდა მის ნაცვლად ბნელი დაისადგურებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ მათი თანაარსებობა შეუძლებელია.
სანამ ადამიანი ცოდვის ლაბირინთებში დაეხეტება, იგი მის სულის სიმყრალეს ვერ გრძნობს, მაგრამ როდესაც უგზო-უკვლო ხეტიალს თავს დააღწევს და სინათლისკენ მიმავალ გზას დაადგება, ცხადად შეიგრძნობს იმ განსხვავებას, სიწმინდესა და ბიწიერებას შ...
იხილეთ სრულად
სანამ ადამიანი ცოდვის ლაბირინთებში დაეხეტება, იგი მის სულის სიმყრალეს ვერ გრძნობს, მაგრამ როდესაც უგზო-უკვლო ხეტიალს თავს დააღწევს და სინათლისკენ მიმავალ გზას დაადგება, ცხადად შეიგრძნობს იმ განსხვავებას, სიწმინდესა და ბიწიერებას შორის რომ არსებობს, მაშინ იგი სათნოებისა და მანკიერებისაკენ მიმავალ გზებს ერთმანეთისაგან ადვილად განასხვავებს.
ცოდვა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეშმა. ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლის სიცოცხლე საათებით და წამებით განიზომება, როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ცოდვას. მას აქეთ, რაც ქვეყნიერება არსებობს, იგი თაობიდან თაობას, ადამიანიდან ადამიანს გადაეც...
იხილეთ სრულად
ცოდვა ისეთივე ხანდაზმულია, როგორც ეშმა. ჩვეულებრივი მოკვდავი, რომლის სიცოცხლე საათებით და წამებით განიზომება, როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ცოდვას. მას აქეთ, რაც ქვეყნიერება არსებობს, იგი თაობიდან თაობას, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. მოკვდავისათვის ეს შეუძლებელია, თუ არ ეცოდინება, რომ არსებობდა ერთადერთი ადამიანი, ვისაც არც შობით და არც შობის მერე შეუცოდავს, ეს არის ღმერთკაცი - იესო ქრისტე, რომელმაც ადამიანური ბუნების დამდაბლებით და ღვთაებრივი ც...
ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავი...
იხილეთ სრულად
ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავის შეურაცხყოფს, რომ ცილი არავის დასწამა. ყველა ჩვენგანს სჩვევია შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ფიქრები. გველი შხამიანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გესლავს, იმიტომაც, რომ შინაგანად გესლის მატარებელია
სხვისი ბედნიერება არ გიხაროდეს, ეს ცოდვისაგან გაუხეშებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე უღირსი თვისებაა. სხვისი სიხარულით რომ გაიხარო, ან ბავშვი უნდა იყო, ან ბავშვივით მიამიტი და უცოდველი.
ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. იგი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ მას ნაკლის დაძლევაში.