"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენ...
იხილეთ სრულად
"შეგიძლია, ჩაიკეტო ბნელ გამოქვაბულში, - ამბობს ერთი ღვთისმეტყველი, - შეგიძლია, აიკრა ან დაითხარო თვალები; მაგრამ მზე ყოველდღე მაინც ამოდის თავისი ჩვეული დიდებულებითა და სილამაზით". იგივე შეიძლება ითქვას უფალ იესო ქრისტესადმი რწმენის შესახებ. დაე, ადამიანებმა უარყონ იგი, დაე, დაიხშონ გული მისი მადლის მიმართ, სული - მისი ნათლის წინაშე - იგი მაინც ერთგულია თავისი აღთქმების და მეფობს საუკუნოდ მთელ ხილულსა და უხილავ სამყაროზე.
ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, როცა თავად ვაკვირდებით მათ; ისეთი სიმკვეთრითა და სიზუსტით ვერასდროს წარმოვიდგენთ საგანს სხვების მონათხრობით, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს თხრობა, როგორც ამას სა...
იხილეთ სრულად
ხილული სამყაროს საგნების შესახებ მაშინ გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, როცა თავად ვაკვირდებით მათ; ისეთი სიმკვეთრითა და სიზუსტით ვერასდროს წარმოვიდგენთ საგანს სხვების მონათხრობით, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს ეს თხრობა, როგორც ამას საკუთარი დაკვირვება გვიჩვენებს. ასეთივე თვისებისაა სწორედ ჩვენი წარმოდგენა სულიერი სამყაროს შესახებ. სრულყოფილად, სრულად და ღრმად მაშინ ვწვდებით, როცა ჩვენ, ასე ვთქვათ, რწმენის გრძნობით ვეხებით მას. სულიერი საგნების შესახე...
საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით ...
იხილეთ სრულად
საჭიროა, ყურადღებით და ხშირად ვფიქრობდეთ რწმენის წმიდა ჭეშმარიტებებზე. როგორც მზის ნათელი უმეტესად ავლენს თავის კეთილსასურველ ზეგავლენას მცენარეებზე, რაც უფრო მიემართებიან და იხსნებიან ისინი მისთვის, ასევე ღვთაებრივი სწავლება მით უფრო ანათლებს და ცხოველსმყოფელობას ანიჭებს მორწმუნეებს, რაც უფრო გახსნილია მათი გონება და გული მისთვის.
რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა...
იხილეთ სრულად
რწმენის საიდუმლოებები მზეს ჰგავს: საკუთარი არსებით განუჭვრეტელნი, ანათებენ და აცოცხლებენ მათ, ვინც მის ნათელში გულის უბრალოებით იმყოფებიან. ისინი მხოლოდ იმ კადნიერ თვალს აბრმავებენ, რომელსაც მასში ჩაწვდომა სურს. წმიდა წერილის ღრმა საიდუმლოებები (როგორც საერთოდ ქრისტიანული რელიგიისა) მარგებელია: ისინი იმიტომაც არის დაფარული, რომ არ დააკნინოს ვინმე, იმისთვის გვეძლევა გამოსაძიებლად, რომ გონება გაგვივარჯიშოს და იმისთვის ცხადდება, რომ გვასაზრდოოს.
რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი გონიერ არსებად შექმნა, არ ინება, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში როგორიც რელიგიაა, საკუთარი გონებით ეხელმძღვანელა, არამედ სარწმუნოების ხელმძღვანელს ჩააბარა იგი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ...
იხილეთ სრულად
რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი გონიერ არსებად შექმნა, არ ინება, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში როგორიც რელიგიაა, საკუთარი გონებით ეხელმძღვანელა, არამედ სარწმუნოების ხელმძღვანელს ჩააბარა იგი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ღმერთმა ეს თავისი დიდებისთვის ქმნა. როგორც ბატონი არ მოისურვებს, რომ მსახურები მის ბრძანებებს გამოიკვლევდნენ - განსაკუთრებით საიდუმლო ან მეტად მნიშვნელოვან საქმეებში, ასევე - ღვთის დიდებულებას არ შეეფერება, რომ ადამიანს...
ადამიანი იძულებულია, სწამდეს რამე. თუ არ სწამს მარადიული გონება, მაშინ უგუნურება სწამს. თუ იგი ჭეშმარიტებად არ აღიარებს ცხოველი ღმერთის ჭეშმარიტებას, მას მკვდარი მატერიის კერპი სწამს.
როგორც ხშირად ჰგონია ცრუმორწმუნეს, რომ მას სწამს, როცა სინამდვილეში არა სწამს; ასევე ურწმუნოსაც ჰგონია ზოგჯერ, რომ არა სწამს, მაშინ როცა არსობრივად სწამს.