მეცნიერულმა წინსვლამ საბოლოო ჯამში ადამიანი ღმერთთან დააახლოვა. პიროვნებამ დღეს ნათლად იგრძნო, რომ იმაზე გაცილებით მეტი და ძვირფასი რამ სჭირდება, ვიდრე მას ტექნიკის პროგრესი აძლევს, იგრძნო, რომ იგი ბედნიერებისა და სრულყოფისთვისაა ...
იხილეთ სრულად
მეცნიერულმა წინსვლამ საბოლოო ჯამში ადამიანი ღმერთთან დააახლოვა. პიროვნებამ დღეს ნათლად იგრძნო, რომ იმაზე გაცილებით მეტი და ძვირფასი რამ სჭირდება, ვიდრე მას ტექნიკის პროგრესი აძლევს, იგრძნო, რომ იგი ბედნიერებისა და სრულყოფისთვისაა შექმნილი და არა უაზრო, უმიზნო შრომისთვის გაჩენილი, რასაც ათეულობით წელი შესწირა. ეკლესიაა ის ერთადერთი სავანე, სადაც ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავი და იგრძნოს ამ სამყაროში თავისი ნამდვილი დანიშნულება.
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ“ (ფს. 118, 30). ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრო...
იხილეთ სრულად
ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ“ (ფს. 118, 30).ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით, განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე.
აღდგომილი ქრისტე გვაძლევს ყოველივეს, რაჲც ცხოვრებისა და ბედნიერებისთვისაა აუცილებელი. უპირველესად იგი გვანიჭებს სულსა და ნიჭს სიყვარულისას, რათა შევუმსუბუქოთ ტვირთმძიმე და მაშვრალ კაცობრიობას გზა მიმავალი ახალთა ცათა და ახალსა ქვე...
იხილეთ სრულად
აღდგომილი ქრისტე გვაძლევს ყოველივეს, რაჲც ცხოვრებისა და ბედნიერებისთვისაა აუცილებელი. უპირველესად იგი გვანიჭებს სულსა და ნიჭს სიყვარულისას, რათა შევუმსუბუქოთ ტვირთმძიმე და მაშვრალ კაცობრიობას გზა მიმავალი ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა... რომელსა შინა სიმართლე დამკვიდრებულ არს (2 პეტ. 3, 13).
ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ბედნიერი იქნება, უტოპიაა, რადგან, როგორც ნათქვამია, ქვეყანა სამოთხე არ არის, არამედ ადგილი - სამოთხიდან განდევნილთა.