აბორტი - ციტატები, გამონათქვამები
აბორტი - ციტატები, გამონათქვამები აბორტი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ავადმყოფი ბავშვის ემოციური ცხოვრება შესაძლოა უფრო ღრმა იყოს, ვიდრე ჯანმრთელისა. უფრო ხშირად, სნეული ბავშვები მეტ გულისხმიერებასა და სითბოს იჩენენ მშობლების მიმართ. თუ ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, ავადმყოფი ბავშვები გულმოწყალებას ასწავლ... იხილეთ სრულად
კაცობრიობას ამძიმებენ არა ფიზიკურად მახინჯები, არამედ სულიერად გონჯები, მაგრამ მათ დიდი მოწიწებით ეპყრობიან.
ადამიანის ტალანტს ქიმიურ-ლაბორატორიული გზითა და რენტგენის სურათებით ვერ განვსაზღვრავთ: ტროას წინააღმდეგ სახელგანმთქმელი ბრმა ჰომეროსი სპარტაში რომ დაბადებულიყო, კაცობრიობას „ილიადა“ და „ოდისეა“ არ ექნებოდა.
მეცნიერების, ფილოსოფიის, ხელოვნებისა და საერთოდ, კულტურის ყველა დარგის გამოჩენილ ადამიანთა შორის ბევრი თანდაყოლილი დეფექტებით, მანკიერებებითა და უკურნებელი სენით დაბადებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნებისყოფითა და სიმტკიცით მათ ყო... იხილეთ სრულად
კლდის გამონაშვერზე, როგორც ციხე-კოშკის ბაქანზე, სპარტანელებს ის შვილები მიყავდათ, რომლებიც ქალაქის უხუცესების შეფასებით გამობრძმედილ მეომარ-ჰოპლიტებად არ ივარგებდნენ. ამ ბავშვებს მშობლების თვალწინ ხრამში ჩეხავდნენ, რომელიც სისხლს ... იხილეთ სრულად
ვინც უდანაშაულო ჩვილების სისხლით ცდილობს, ილუზორული ბედნიერება და სიამტკბილობის უფლება იყიდოს (რომელსაც არაფრის გამო არ დათმობს), ის მსოფლიო ტრაგედიას აჩქარებს, იმ დროს აახლოებს, როცა მსხვერპლთა სისხლით გაჟღენთილი დედამიწა ხანძართ... იხილეთ სრულად
საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები მთელი კაცობრიობის მტრები არიან. ისინი კაცობრიობის აწმყოს მტრები არიან, რადგან მთელი საკაცობრიო ოჯახის კუთვნილ არსებებს ანადგურებენ; ისინი დამნაშავენი არიან კაცობრიობის მომავლის წინაშეც, რადგან მშობე... იხილეთ სრულად
ბავშვის ფიზიკურად მოკვლამდე დედა მას ჯერ თავის გულსა და ფიქრებში კლავს და შვილი, რომელიც ორგანულ კავშირშია მასთან, ინსტინქტურად გრძნობს ამას. ის შფოთვას იწყებს. ჯერ კიდევ ფიზიკურ წამებასა და მკვლელობამდე, ბავშვი წინასწარ გრძნობს მ... იხილეთ სრულად
დედა, თავისი ჩვილის მოკვლით დემონთან ერთსულოვანი ხდება, სატანასთან, რომელზედაც მაცხოვარმა თქვა: „იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან“ (იოანე 8, 44).
დედა, რომელიც შვილს კლავს, შინაგანი სინდისის ხმას ახშობს თავისთავში და საკუთარი ზნეობის მკვლელი ხდება. ბავშვის მკვლელობა ცხადყოფს, რომ ასეთი დედა უმაღლეს ფასეულობად თავისთავს მიიჩნევს. ე.ი. რაფინირებული ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის ... იხილეთ სრულად