ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა, მან ჭიშკარზე რკინის ურდულით დამიკაკუნა. თუმცა წასაკითხი წერილების მთელი ტომარა მედგა, გადავწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. "აბა, ყმაწვილო, მიბრძანე, რა გნებავს?" - ვე...
იხილეთ სრულად
ერთხელ ჩემთან მეორეკლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა, მან ჭიშკარზე რკინის ურდულით დამიკაკუნა. თუმცა წასაკითხი წერილების მთელი ტომარა მედგა, გადავწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. "აბა, ყმაწვილო, მიბრძანე, რა გნებავს?" - ვეკითხები. ის კი ამბობს: "ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდოდა." "სენაკი კი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა". ვპასუხობ მე. "ალბათ სიგარეტისთვის იმიტომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა". კე...
კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც კი სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონებავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვ...
იხილეთ სრულად
კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც კი სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონებავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარაქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფობდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა. მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსა...
მაგალითად მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა სალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკი მესტუმრეს კეთილი ზრახვები არ აქვს, იტყვის: "აი ჩერჩეტი!" ხოლო, თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: ...
იხილეთ სრულად
მაგალითად მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა სალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკი მესტუმრეს კეთილი ზრახვები არ აქვს, იტყვის: "აი ჩერჩეტი!" ხოლო, თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: "საწყალი, ამდენი საქმისაგან გადაიღალა და დაავიწყდა, რომ სალათი დარჩა". ან იქნებ ამგვარად გაამართლოს და: "შესაძლოა, გადაწყვიტა, სალათი რაიმე უფრო მნიშველოვანი შემთხვევისთვის შეინახოს". შენ კი ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სულიერ...
კეთილი ზრახვა საკუთარ თავში სიყვარულს შეიცავს. ის განაიარაღებს ადამიანს და შენდამი კეთილად განაწყობს. გახსოვთ ის მონაზვნები, რომელთაც ყაჩაღი წმიდა მამად მიიჩნიეს?! როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ყველაფერში გამოტყდა, მათ ჩათვალეს, რომ ი...
იხილეთ სრულად
კეთილი ზრახვა საკუთარ თავში სიყვარულს შეიცავს. ის განაიარაღებს ადამიანს და შენდამი კეთილად განაწყობს. გახსოვთ ის მონაზვნები, რომელთაც ყაჩაღი წმიდა მამად მიიჩნიეს?! როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ყველაფერში გამოტყდა, მათ ჩათვალეს, რომ იგი ქრისტესთვის სულელი იყო და თავს ყაჩაღად ასაღებდა და ამის შემდეგ მისდამი პატივისცემა გააორმაგეს. საბოლოოდ კი მონაზვნებმა ეს ყაჩაღიც გადაარჩინეს და მისი თანამზრახველებიც
თუკი ადამიანი უბრალოებით არ იქცევა, მისი ზრახვები ბოროტებისაკენ ისწრაფის და ამიტომ ყველაფერს უკუღმა განმარტავს. ასეთი ადამიანი სულიერ სისაღეს მოკლებულია და სიკეთეც ვერ შველის. თვით სიკეთეც კი მას ტანჯვას აყენებს
ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღამაღლებს ადამიანს და უკეთესობისკენ ცვლის მას. იმ დონემდე მისვლაა საჭირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: "ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ, სამ...
იხილეთ სრულად
ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღამაღლებს ადამიანს და უკეთესობისკენ ცვლის მას. იმ დონემდე მისვლაა საჭირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ: "ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ, სამართალი სასჯელი საჯეთ". მერე კი ადამიანი ისეთ მდგომარეობაში შედის, როდესაც ყველაფერს ადამიანური თვალით, მაგრამ სულიერი ხედვით ხედავს. იგი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყველაფრის გამართლებას პოულობს.ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ...
როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმინდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო "ბოროტი", მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხავს და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის...
იხილეთ სრულად
როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმინდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო "ბოროტი", მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხავს და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის ეშმაკი და ტანჯავს მას
თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენე", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ღვაწლსაც უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის. რას უშველის მას ასკეზი, თუ ბო...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენე", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ღვაწლსაც უნდა აღასრულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძარება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არამედ - იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურ...
ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და...
იხილეთ სრულად
ერთი კეთილი ზრახვა თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზერული სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშუალებას არ აძლევენ. ასეა კეთილი ზრახვებიც: ისინი წინასწარ გრძნობენ აფრენის საშიშროებას - ეშმაკის "აეროდრომიდან", რომელზედაც მათი "ბაზებია განლაგებული" და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ, რამდ...
ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნე...
იხილეთ სრულად
ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთისმოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმა წმიდა ყრმამ შეძლო...