კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები

კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1), წიგნი

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს და როცა გამოუჩნდება, მთელი ძალით მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე.ი. გლოვაა ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ სოფელზე მიგვაჯაჭვავს და სრული მწუხარების მოხვეჭა, რომელიც სიკეთის მომტანია. მონანული გული უნდა იყოს, როგორც ისრით, განუკურნებლად დაჭრილი და მსურველი იმისა, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. სინანული ყველაფერი იმისგან განშორებაა, რაც ამ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

თუკი სიბრძნისმოყვარებას არაფერი შეესატყვისება ისე, როგორც ტირილი, ასევე არაფერი უპირისპირდება მას სიცილის მსგავსად. თუკი სიბრძნისმოყვარებას არაფერი შეესატყვისება

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

პირველნი მოწონების ღირსნი არიან; მეორენი - საქებარნი; მაგრამ ნეტარია იგი, ვინც მწუხარებას ეძიებს და ვისაც უპატიობა სწყურია, რადგან იგი ჭეშმარიტად უკვდავი საკვებით გაძღება. პირველნი მოწონების ღირსნი არიან; მეორენი -

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს, მოშიშებით დაღვრილი ცრემლი ღვთის წინაშე გვიშუამდგომლებს, ხოლო ის ცრემლი, რომელიც ყოვლადწმიდა სიყვარულის მიერ დაგვედინება, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

როცა გლოვას შესძლებ, მთელი ძალით გაუფრთხილდი მას, რადგან ვიდრე მთლიანად გაითავისებდე, იკარგება და როგორც ცვილს ადვილად დაადნობს ცეცხლი, ასევე მასაც მითქმა-მოთქმა, ხორციელი ტკბობა და ზრუნვა გაადნობს, განსაკუთრებით მრავლისმეტყველება... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

მათი თვისება, ვინც გლოვა ახლად მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათ ვინც ამას უკვე მიაღწია - ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტანჯვის ... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ცრემლთა წყარონი, რომელიც ნათლისღების შემდეგ მოგვემადლება, ნათლისღებაზე უპირატესია, თუმც ეს სიტყვები რამდენადმე კადნიერად ჩანს. რადგან ნათლისღება ძველ ბოროტებათაგან განგვწმენდს, ხოლო ცრემლი ბანს იმ ცოდვასაც, რომელსაც ნათლობის შემდე... იხილეთ სრულად

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ნეტარი მხიარული წუხილი მოწყალებისა მთელი ძალებით შეინარჩუნე და გამუდმებით ამ საქმეში ივარჯიშე, ვიდრე ის ყოველივე მიწიერზე არ აღგამაღლებს და განწმენდილს არ წარგადგენს ქრისტეს წინაშე. ნეტარი მხიარული წუხილი მოწყალებისა მთელი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც სულიერი ცრემლი მოიპოვა, მას ყველა ადგილი გლოვისთვის შესაფერისად გამოუჩნდება, ხოლო, თუ ვინმესთვის ეს მხოლოდ გარეგნული საქმეა, მას ყოველთვის ურჩევნია, რომ შესაფერისი ადგილი და მდგომარეობა შეარჩიოს. ვინც სულიერი ცრემლი მოიპოვა, მას ყველა ადგილი

link

კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1), წიგნი

2