შური - ციტატები, გამონათქვამები
შური - ციტატები, გამონათქვამები შური, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ნეტარი ავგუსტინე წერს: "შური შვილია ქედმაღლობისა, თუ მოკლავ დედას, მისი ნაშიერიც დაიღუპება".
ძნელია, მაგრამ აუცილებელია გულის განწმენდა. ბევრი ჩვენგანი მტირალთან ტირის, შურის გამო კი არ შესწევს უნარი, გაიხაროს სხვისი სიხარულით. გული ეკუმშება მასზე მდგომარეობით, ან თანამდებობით უპირატესი პიროვნების დანახვისას, ტანჯავს თავი... იხილეთ სრულად
თავისმოყვარეობა სიყვარული არ არის, იგი სნეულებაა; ამასთან ფრიად მძიმე, რომელსაც სხვა უძლურებანიც თან ახლავს. თავისმოყვარე ადამიანი შურით აღსავსეა მათ მიმართ, ვინც უპირატესია, უფრო მდიდარი, განათლებული და ადამიანთა შორის მეტი პატივ... იხილეთ სრულად
კეთროვანის მიმართ განა ვინმეს შური აღეძვრება? ცხადია არა. რატომ შურთ ზოგჯერ ბოროტი ადამიანის, მაშინ როცა ბოროტება სნეულებაა, საშინელი კეთრი. კეთრი ხორციელი სნეულებაა, ბოროტება კი - სულიერი.