ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
ლოცვის დროს საბრალო ადამიანის გონებას ათასგვარი ფიქრი მოიცავს, ლოცვის ნაყოფი რომ მოსტაცოს და მხოლოდ მისი ძვლები, ანუ შრომა და მცდელობა დაუტოვოს მლოცველს.
მოვიგერიოთ გულისსიტყვის თავდასხმა და გამოჩენისთანავე შევეწინააღმდეგოთ ცოდვას, რომელიც თითქოს უმნიშვნელო გულისსიტყვის სახით მოდის. ასე, ქრისტეს მადლით, თავს დავაღწევთ ძალზე მწარე და რთულ გამოცდილებას.
სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით... იხილეთ სრულად