ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ღვთის ძალა ადამიანის ძალისხმევას არ საჭიროებს
ღმერთი სწორედ იქ ავლენს თავის ძალას, სადაც ადამიანის ძალა სუსტდება
ღმერთს ჩვენი ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია
სადაც ჩვენთვის ყოველივე შეუძლებელია, იქ ღვთისთვის ყოველივე შესაძლებელია
სადაც ცხონების საშუალება არ არსებობს, ღმერთი იქაც ჰპოვებს ამ საშუალებას
ის, ვინც არაფრისგან ყველაფერი შექმნა, სიბნელიდან - ნათლის, ბოროტისგან კი სიკეთის ქმნა შეუძლია
ღმერთი თავისი დიდების გამოსავლენად თვით მტრებსაც კი იარაღად იყენებს
ღვთის ნებით წყალიც აგიზგიზდება და ცეცხლიც მორწყავს არემარეს
ყველა უძლურია იქ, სადაც ღმერთი თავის ძალას გამოავლენს
რაც ღმერთს სურს, ის შეუძლია კიდეც, მაგრამ ყველაფერი არ სურს, რაც შეუძლია