რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოებისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტესაც სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს
142. ვისაც სწამს სამერმისო სიკეთენი, აქაურ სიამეებს განუკითხველად განუდგება, ხოლო ვინც ურწმუნოა, სიამეთმოყვარეა იგი და უვნებო.
100. არსებობს რწმენა მოსმენის გზით, თანახმად მოციქულისა (რომ.10.17), და არსებობს რწმენა – შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ.11.1).
99. დასაბუთებულია, რომ მცნება მცნებას აღემატება. ამიტომ, რწმენაზე უმტკიცესი რწმენაც იპოვება.
80. თხუნელას, რომელიც ბრმაა და მიწაში დაძვრება, არ შეუძლია ვარსკვლავების დანახვა. ასევე, ვინც ურწმუნოა ჟამიერთათვის, არც მარადიულთა შესახებ ექნება მას რწმენა.
5. "სანდო მონაა" არა ის, ვინც ჯერ კიდევ ლიტონ ცოდნას ეყრდნობა, არამედ ის, ვინც მორჩილებით ერწმუნება მამცნებელ ქრისტეს.
77. ადამიანი შეაგონებს ახლობელს, რაოდენ უწყის, ღმერთი კი მოქმედებს მსმენელში, რაოდენი რწმენაც ამ უკანასკნელს აქვს.