ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე
ზოგიერთები რატომ მოიწყენენ? ეს იმიტომ, რომ ვერ მიაგნეს საგანს, რომელიც ყოველმხრივ მოიცავდა და სრულებით განაძღობდა მათ. ასეთი საგანი მხოლოდ ღმერთია: ღმერთი და მისი სიმართლის გზები. დაუთმეთ მას თქვენი შრომა, დრო და ყურადღება და თქვე... იხილეთ სრულად
რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომ... იხილეთ სრულად
სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს კი - ღმერთი. შესაბამისად, ჭეშმარიტად ცოცხლობს მხოლოდ ის სული, რომელშიც მადლის მეშვეობით სულიერად უფალი დაივანებს
ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია, ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება
ღმერთი არის ჩვენი ცენტრი, და მის გარეშე ნაკლებად მშვიდად ვართ, როგორც თევზი - წყლის გარეშე, როგორც სხეულიდან ამოგლეჯილი ნაწილი თავისი ადგილის გარეშე.
საკვების არსებობის ყველაზე მარტივი მტკიცებულება ყველა ცოცხალ არსებაში შიმშილის გრძნობაა: ასევე ყველაზე ძლიერი მტკიცებულება ღვთის არსებობისა არის ყველა კეთილი გულის მისწრაფება ღვთისადმი