განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვი... იხილეთ სრულად
ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით... იხილეთ სრულად
ვისაც სიმდაბლე აქვს, მას ამასთანავე სიკეთე და საღვთო განათლება გააჩნია და მთელი თავისი სულიერი გზის მანძილზე მზაკვრის წინააღმდეგობები ვეღარ აბრკოლებენ.
ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის.
ვინც იმ მძიმე ჯვრებზე ფიქრობს, რომლებსაც მართლები ატარებენ, თავისი მცირე განსაცდელების გამო გულს არასოდეს გაიტეხს, რადგან შეგნებული აქვს, რომ თუმცა მართლებზე მეტი ფეხდაცდენა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ იმათზე ნაკლებად იტანჯება.
ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს.
ვინც ტანჯვაში მყოფს უახლოვდება, ის ამით თავისთავად ღმერთს უახლოვდება, რამეთუ ღმერთი ყოველთვის თავის ტანჯულ შვილებთან მყოფობს.
ზეციურ დიდებისმეტყველებაში მყოფი მოშურნე ადამიანები სიხარულით ხვდებიან ცხოვრებისეულ გამოცდებს და ამისთვის ღმერთს ადიდებენ – ისევე, როგორც მონიჭებული კეთილდღეობისათვის. ისინი მუდამ ღვთის კურთხევას იღებენ და შემდეგ, ღვთისადმი მადლიე... იხილეთ სრულად
განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობ... იხილეთ სრულად