სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ვნებებს არ შეუძლიათ მათი დაძლევა, ვისაც ღვთის შიში აქვთ
ღვთის შიში ადამიანს ამდაბლებს, მაგრამ ამავე დროს აღამაღლებს კიდეც
როგორც ცვილი დნება ცეცხლისგან, ასევე უწმინდური გულისთქმა ქრება ღვთის შიშისგან
ვისაც ყველაზე მეტად ღმერთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს (ფს. 117, 6).
ზეციურ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი არწივია, მიწიერ მხეცთა შორის - ლომი, ადამიანთა შვილებს შორის - ღვთის მოშიშარი ადამიანი
თუ მხოლოდ ადამიენებისადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთისა შეგეშინდება, ადამიანებისგანაც პატივცემული იქნები.
ღვთის მოშიში უძლიერესია, ვიდრე - ყველა დემონი ერთად
ვისაც ღმერთის არ ეშინია, მას ყველაფრის უნდა ეშინოდეს
თუ ღმერთი არის კაცთმოყვარე, ადამიანიც უნდა იყოს კაცთმოყვარე
გეშინოდეს ღმერთის, ოღონდ არა - როგორც მტანჯველის, არამედ - გეშინოდეს მისი სიყვარულით