ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთი მიუწვდომელია, ვინაიდან მისი შემეცნება მარადიულად გაგრძელდება. გონებას რომ შეემეცნებინა ღმერთი, მაშინ ის უმოქმედოდ დარჩებოდა, ეს კი მისთვის - სატანჯველია
არ არსებობს სახელი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს უფალს: ასევე შეუძლებელია, სრულყოფილად ჩავწვდეთ მას
თუკი ის, რომ ღმერთი არსებობს, რწმენით მიიღება (ებრ. 11, 6) და გონებით ვერ ჩავწვდებით, განა გონებით შეიძლება ჩავწვდეთ იმას, თუ რა არის იგი?
შუბერტი მოგვითხრობს, რომ ერთი გოგონა უგრძნობლად დაეცა იმ ჯიუტი სურვილის გამო, რომ უნდოდა თვალგახელილს ეცქირა შუადღის მზისათვის. ნუთუ ასევე არ იტანჯება ის კადნიერი გონება, რომელიც ბედავს, ჩაწვდეს მიუწვდომელს? რა გონებით ჩაწვდება ად... იხილეთ სრულად
როგორც არავის არასდროს ჩაუსუნთქავს მთელი ჰაერი, ასევე ვერც გონება დაიტევს მთლიანად, და ვერც ხმა მოიცავს ღვთის არსს.
ის, თუ რა არის ღმერთი, არ შეუძლიათ იცოდნენ თვით ღვთისგან განათლებულმა ხალხმა - არა მხოლოდ წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა, არამედ თავად - ანგელოზებმა და მთავარანგელოზებმა - უფალთან ყველაზე დაახლოებულმა არსებებმა
თუკი მოსეს აკრძალული ჰქონდა აალებულ მაყვალს მიახლოებოდა, ვიდრე ფეხსაცმელს არ გაიხდიდა, მაშ, როგორ შეგიძლია შენ, მიუახლოვდე უფალს, თუ წინასწარ არ განთავისუფლდები გრძნობებზე მიჯაჭვულობისაგან?
ისევე, როგორც მზის დანახვა შეუძლებელია თვით მზის გარეშე, ასევე შეუძლებელია უფლის ჭვრეტა თავად უფლის გარეშე
უფალი თავის თავს გიცხადებს არა გონებამახვილობის, არამედ - გულის სიწმიდის მიხედვით: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5, 8) - ბრძანა ღმერთკაცმა