და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით, რადგან შესცოდე, რადგან ღმერთი დაამწუხრე, ტირილთან ერთად შენ ნუგეში და სიხარული გფარავს. და მაშინ გეხსნება ლოცვის კარი. მინახავს მტირალი ადამიანი, რომელსაც ცრემლის შეკავება სურდა, რადგ...
იხილეთ სრულად
და როცა შენ ტირიხარ სულის მწარე ტკივილით, რადგან შესცოდე, რადგან ღმერთი დაამწუხრე, ტირილთან ერთად შენ ნუგეში და სიხარული გფარავს. და მაშინ გეხსნება ლოცვის კარი.მინახავს მტირალი ადამიანი, რომელსაც ცრემლის შეკავება სურდა, რადგან ვიღაც შემოვიდა, მაგრამ ვერ შეძლო მათი შეჩერება. რადგან ისინი ისეთი ძალით მოედინებიან, თითქოს ადამიანი ვიღაცამ სასიკვდილოდ დაჭრაო.მტკივნეული ლოცვა გლოვას შობს. გლოვას ცრემლები მოაქვს. ცრემლები, თავის მხრივ, უფრო სუფთა ლოცვას...
ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქრ...
იხილეთ სრულად
ო, ზეციური დიდებულება! ო, პატივი და სუდიადე ადამიანისა! იგი მოკრძალებული თიხაა, მაგრამ ღმრთაებრივი სუნთქვაცაა! მოვა ჟამი, როცა ის შეიცვლება. "მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე". აღსრულდება ჩვენი შემოქმედის სიტყვები. მაგრამ ღმრთაებრივი ქროლვა, ღმრთაებრივი სუნთქვა - რა მოუვა მას? როგორც მიწა დაუბრუნდება მიწას, ისე სული - ღმრთის ქროლვა - დაუბრუნდება ღმერთს. კი მაგრამ, როგორ? როცა სული ღმერთისგან წარმოიშვა, იგი კეთილსურნელოვანი ღმრთაებრივი ღმრთაებრივი სუნთქ...
ცოდვა ღმრთის წინაშე კადნიერებას განაგდებს, მაგრამ სინანული მყის უკან აბრუნებს მას. მადლი უსასოობას არ გვანებებს, არამედ დაცემულს მარად სიხარულად აღძრავს. ეშმაკის სიტყვები კი მაშინვე სასოწარკვეთილებაში აგდებს, ღუპავს, როგორც სეტყვა...
იხილეთ სრულად
ცოდვა ღმრთის წინაშე კადნიერებას განაგდებს, მაგრამ სინანული მყის უკან აბრუნებს მას. მადლი უსასოობას არ გვანებებს, არამედ დაცემულს მარად სიხარულად აღძრავს. ეშმაკის სიტყვები კი მაშინვე სასოწარკვეთილებაში აგდებს, ღუპავს, როგორც სეტყვა, ნაზ, ახლადგაფურჩქნულ ფოთლებს რომ ეცემა
მხოლოდ მან, ვისაც უხილავს და შეუცვნია ღმერთის მეცნიერება და მადლი, იცის, თუ რაოდენ დაშორებულია ადამიანთა წარმოდგენები ღმრთის მსჯავრისაგან, რომლითაც იგი სოფელს განსჯის. თუკი კაცთმოყვარე მოკიდებს ხელს მხოლოდ ადამიანის სინანულს, მაში...
იხილეთ სრულად
მხოლოდ მან, ვისაც უხილავს და შეუცვნია ღმერთის მეცნიერება და მადლი, იცის, თუ რაოდენ დაშორებულია ადამიანთა წარმოდგენები ღმრთის მსჯავრისაგან, რომლითაც იგი სოფელს განსჯის. თუკი კაცთმოყვარე მოკიდებს ხელს მხოლოდ ადამიანის სინანულს, მაშინ უკვე თავად უწყის, როგორ სიბრძნით განაგოს ყოველივე დანარჩენი საცხონებლად