სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.
სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას.
როგორი დაცემულიც არ უნდა ვიყოთ, უფალს ვუყვარვართ და გველოდება, ელოდება ჩვენს სინანულს; ამიტომაც ბრძანებს: „არ მოვსულვარ მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა სინანულისთვის“ (მთ.9,13), „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმ... იხილეთ სრულად
გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან. უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე. ღ... იხილეთ სრულად
უპირველეს ყოვლისა, მოიპოვე სინანული და თავმდაბლობა, რაც არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი.