სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
521. შემინდე ბატონო აბბა, მამები გვასწავლიან, სხეული უნდა მოვიძულოთ, და ამავე დროს ამბობენ, გონივრულად უნდა ვმართოთო; გთხოვ, ამიხსენი, რა განსხვავებაა მათ შორის
516. ფსალმუნთა გალობისათვის ღამე ადგომა ძალიან მიჭირს, თავს თითქოს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდები და ყველაფერს დამძიმებული ვაკეთებ. უძლურებაა ეს თუ დემონებისგანაა?
515. მითხარი, ჩემო მამაო, დავუთმო თუ არა სხეულს, როცა ის უძლურების შესაფერის საჭმელს მთხოვს; და შეიძლება თუ არა ჩვეულებრივზე ადრე საჭმლის ჭამა? თუ პირიქით, ყველაფერი ეს არად ჩავაგდო, მოვიძულო და რომც გამიჭირდეს, მაინც ჩვეულებრივი რეჟიმი დავიცვა? იხილეთ სრულად
514. წინას მსგავსი მისივე შეკითხვა გულის წუხილის შესახებ, და თუ რატომ დარჩა მასში კვლავ ერთგვარი სისუსტე
ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი მისი სნეული მოწაფე ხშირი ამოოხვრით მოუთმენლობას გამოხატავდა, უთხრა: "ნუ სულმოკლეობ, შვილო ჩემო! შენი სხეული, რომელიც სნეულებით არის ტანჯული, შეიძლება, შენი სულისთვის მაცხოვნებელ მკურნალ... იხილეთ სრულად
მნიშვნელოვანია სხეულის ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობა და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სული სხეულს აღემატება.
დილით ადგომისას საკუთარ თავს უთხარი: "სხეულო, იმუშავე, რათა გამოიკვებო; სულო, იფხიზლე, რათა ზეციური სასუფეველი დაიმკვიდრო.
როგორც ახალი და სუფთა წყალი მდორედ გადაქცევისას ფუჭდება; ასევე ადამიანის სული და სხეული უსაქმურობით ზიანდება.