ლოთობა, მემთვრალეობა - ციტატები, გამონათქვამები ლოთობა, მემთვრალეობა, გამონათქვამები
165. რას გვეტყვით ლოთობის შესახებ?
29. მისაღებია თუ არა ქრისტიანისათვის ბევრი ღვინის სმა?
ჯერ-არს ჩუენდა, რაითა არა უძღებებით მივიღებდეთ საზრდელსა და არცა გარდავერინეთ სასუმლითა, რაითა არა თავი ჩუენი გუალმოს და სლვაი ფერხთაი შეგვიშალოს, და თუალნი განგვიწითნეს, და ენისაგან სიტყუაი შეგვიშალოს, და სლვასა ჩუენსა აქა და იქი...
იხილეთ სრულად
ჯერ-არს ჩუენდა, რაითა არა უძღებებით მივიღებდეთ საზრდელსა და არცა გარდავერინეთ სასუმლითა, რაითა არა თავი ჩუენი გუალმოს და სლვაი ფერხთაი შეგვიშალოს, და თუალნი განგვიწითნეს, და ენისაგან სიტყუაი შეგვიშალოს, და სლვასა ჩუენსა აქა და იქი ვეკუეთებოდით და გონებაი მიგვიღოს, ვიდრემდის უჯეროდ გუაზრახებდეს, და ვითარცა ეშმაკეული ვხედვიდეთ და შევიქმნეთ, და სახლსა ვხედვიდეთ, ვითარმცა მრგულიად იქცეოდა, და სასირცხვინელ და საცინელ იყოს ყოველი განგებაი ჩუენი ჟამისაი...
link
საშინელი კერპი, რომლის ფეხთა ქვეშ უამრავი სული მოქცეულა, რომლის მისადგომებთან დაღუპულა, ვინ იცის, რამდენი ნიჭი და ტალანტი, დაღვრილა მშობლებისა და ახლობლების ცრემლი, არის ლოთობა. არაფერს ვიტყვი იმ აურაცხელი უბედურების შესახებ, რაც ...
იხილეთ სრულად
საშინელი კერპი, რომლის ფეხთა ქვეშ უამრავი სული მოქცეულა, რომლის მისადგომებთან დაღუპულა, ვინ იცის, რამდენი ნიჭი და ტალანტი, დაღვრილა მშობლებისა და ახლობლების ცრემლი, არის ლოთობა. არაფერს ვიტყვი იმ აურაცხელი უბედურების შესახებ, რაც ლოთობას მოსდევს. იქნებ ბევრი არც კი თვრება ღვინითა და არყით, მაგრამ განა სტუმრად ყოფნისას არ შეგისვამთ ზომაზე მეტად ღვინო? მოინანიეთ უფლის წინაშე. ლოთობაზე მეტი დანაშაულია, თუ ვინმე დაგითვრიათ, ან ნათესავებისგან დაფარულა...
link
ძალადობით, ხელოვნებით (ხელოვნურად) გამხიარულება ღვინის შემწეობითა ერთობ ცუდია. პირველად მისთვის, რომ კაცის სიმრთელეს ავნებს, მეტადრე თუ ხშირად განიმეორე; მეორედ, მისთვის, რომ მოკლეა, მალე გათავდება ღვინისგან მიღებული მხიარულება და...
იხილეთ სრულად
ძალადობით, ხელოვნებით (ხელოვნურად) გამხიარულება ღვინის შემწეობითა ერთობ ცუდია. პირველად მისთვის, რომ კაცის სიმრთელეს ავნებს, მეტადრე თუ ხშირად განიმეორე; მეორედ, მისთვის, რომ მოკლეა, მალე გათავდება ღვინისგან მიღებული მხიარულება და მერმე უარეს მწუხრებაში ჩააგდებს კაცს. მთვრალი კაცი რომ გამოიფხიზლებს, თავი სტკივა. სინიდისი აწუხებს, მეტადრე თუ სიმთვრალეში რამე სულელობა ჩაიდინა.
link
გეშინოდეს ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღე არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერთჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთი დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ ს...
იხილეთ სრულად
გეშინოდეს ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღე არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერთჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთი დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ სრულიად. მეტადრე დანაშაულნი არიან ჩვენს ქვეყანაში იგინი, რომელნი, ნაცვლად ჩვენი ბუნებითი ღვინისა, ეჩვევიან სხვათა მაგართა სასმელთა. ისინი უარესად და უსაშინლესად ჩავარდებიან ყოველთა ვნებათა და უბედურებათა შინა. ჩვენს ფიცხე...
link
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ–კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება. როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა...
იხილეთ სრულად
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ–კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება. როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა უმთავრესი ვნება, რომელიც წარმოსდგება სიმთვრალისაგან, არის სიბილწე, ესე იგი მრუშება, არაწმინდება. ღვინისაგან ადუღებული სისხლი და ფილტვი კაცისა, ვეღარ მოათმენინებს, შთააგდებს არაწმინდებასა შინა.
link
ხორციელადაც სიმთვრალე ჰღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელესა. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე...
იხილეთ სრულად
ხორციელადაც სიმთვრალე ჰღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელესა. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე მაგართა სასმელთა, ცოტ–ცოტად გაუფუჭბს სისხლს, წაუხდენს ძარღვებს, აუნთებს ფილტვებს, რომლისაგან ხშირად შეემთხვევა მას სიკვდილი.
link
სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოსთა თანა და შეადარებენ ღვთაებასთანა. გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წ...
იხილეთ სრულად
სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოსთა თანა და შეადარებენ ღვთაებასთანა. გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წაართმევს თავისუფლებას, დაამზგავსებს პირუტყვს; ერთი სიტყვით, წაართმევს მას კაცობრივს ბუნებას. მამათა შორის ბასილი იტყვის მემთვრალეთა ზედა: „მემთვრალე არ არის ღირსი იცხოვროს საზოგადოებაში; იგი უნდა დააყენონ და სცხოვრებდეს ...
link
საღმრთო წერილი ზარმაცს კაცს გაჰგზავნის ჭიანჭველთან, რომ მისგან ისწავლოს შრომის მოყვარეობა, ხოლო მემთვრალე უნდა გავგზავნოთ ძროხასთან და ცხენთან და სხვა პირუტყვებთნ, რომ იმათგან ისწავლოს ზომიერად მიღება სასმელისა. პირუტყვი უზომოდ და...
იხილეთ სრულად
საღმრთო წერილი ზარმაცს კაცს გაჰგზავნის ჭიანჭველთან, რომ მისგან ისწავლოს შრომის მოყვარეობა, ხოლო მემთვრალე უნდა გავგზავნოთ ძროხასთან და ცხენთან და სხვა პირუტყვებთნ, რომ იმათგან ისწავლოს ზომიერად მიღება სასმელისა. პირუტყვი უზომოდ და უდროვოთ წყალსაც არ დალევს; მემთვრალეს კი არც ზომა აქვს და არც დრო, დანიშნული ღვინის სმაში. როდესაც წმიდა ეკლესიას სურს გაღვიძება და დარიგება ცოდვილისა კაცისა, მაშინ იგი წარმოუდგენს მას მაგალითად უფლისა იესო ქრისტეს და წ...
link