მარხვა - ციტატები, გამონათქვამები
მარხვა - ციტატები, გამონათქვამები მარხვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო ვინც კუჭს ებრძვის, თანდათანობით უვიწროვდება. ამგვარად შევიწროვებული მრავალ საკვებს აღარ მოითხოვს და ადამიანი ბუნებრივად მმარხველად იქცევა
როგორც ქვრივი, ქმრის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ერთადერთი შვილით ნუგეშობს - ღვთის მიერ, ასევე დაცემული სულისათვის სხეულიდან განსვლის ჟამს მარხვისა და ცრემლის გარდა სხვა ნუგეში აღარ არსებობს.
გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა.
თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ.
ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა.
ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.
მონასტერში დღეში ერთხელ უნდა ჭამდე მწუხრით-მწუხრად და მუდამ მარხვაში გეთვლება, რაც უნდა ჭამო - ასე უმჯობესია, წმიდა მამებმა დაადგინეს. გარდამეტებული მარხვა კი - ეშმაკისაა.
ყველა, ვისაც თავის გამოჩენა სურს, პატივმოყვარეა, მის მარხვას ჯილდო არ მოყვება, ლოცვას - სარგებელი, რადგან ორივეს ადამიანებისაგან საქებრად აღასრულებს
მარხვა და აღდგომა ყოველწლიურად ხელახლა გვევლინება იმის განსაცხადებლად და მოსახვეჭად, რაც პირადი ნათლისღებისას სიკვდილითა და აღდგომით მივიღეთ.
საკუთარი თავი დღის პირველ საათზე, შუადღისას და საჭმლის მიღებამდე ერთი საათით ადრე გამოსცადე და ამგვარად მარხვის სარგებელს შეიცნობ