ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
იმ ურიცხვი სასწაულების ცქერა, რომლებიც ზეცასა და მიწაზე აღესრულება, ის წიგნია, რომლის წაკითხვაც ყველას შეუძლია და რომელიც დღედაღამ უქადაგებს ღვთის დიდებას ადამიანებს, რომელთაც შეზღუდული შემეცნება აქვთ
ერთმა ფილოსოფოსმა წმიდა ანტონის, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა, ჰკითხა: "რომელ წიგნში ამოიკითხე ცნობები იმ მაღალი ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც თავად ქადაგებ?" - წმიდა ანტონის სიტყვაც არ წარმოუთქვამს, ისე მიუთითა ერთი ხელით ზეცა... იხილეთ სრულად
არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არც სხვა რამ ქვეყნიერებაზედ არ გაჩენილა თავისთავად და არც წარმოსადგენია მათი ყოფნა, მათი არსებობა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყ... იხილეთ სრულად
ზეცა, მიწა, ზღვა - ერთი სიტყვით, მთელი ეს სამყარო ღვთის უდიდესი დიდებული წიგნია, რომელშიც ცხადდება მდუმარებით ნაქადაგები ღმერთი
ყოველივე ხილული უხილავის შესახებ მოწმობს; ყოველივე უხილავი ქმნილებათა ხილვით შეიცნობა (რომ. 1, 20).
ლოცვა, შვილო ჩემო, თავად ღმერთთან – სამყაროს შემოქმედსა და დამბადებელთან საუბარს ნიშნავს! ეს მან შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. მანვე დაბადა ყოველივე ხილული და უხილავი. ის არასოდეს შეგაქცევს ზურგს; პირიქით, ყოველთვის მზა... იხილეთ სრულად
1316. არის თუ არა წმიდა წერილში მოთხრობილი, რომ უფალი იესო ქრისტე საკუთარ თავს ღმერთის ძეს უწოდებდა?
ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ არს, ეს მას არ ესმის.