წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ნეტარია იგი, ვინც სათნოებათა მიმართ ისეთივე მოშურნეობას განიცდის, როგორსაც დიდებისმოყვარე კაცი ამქვეყნიური სამეფოს პატივის მიმართ
ამპარტავნების მასწავლებელი მისი დაცემაა, დამსჯელი - ეშმაკი; ხოლო ღვთისგან მის განდგომილების სენს შეშლილობა და სრული გაცოფება ამხელს.
დავითი ამბობს: არ მიმარხულია, არც მღვიძარებაში ვყოფილვარ, არც შიშველ მიწაზე ვწოლილვარ, არამედ "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე" უფალმა (ფს. 114,6)
თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეს ჩასწვდეს
32. ხშირად პატივმოყვარეობას პატივისცემის მაგიერ შეურაცხყოფა მოაქვს, რადგან, მრისხანეს თავისი მოწაფეებისათვის უდიდესი ბოროტება მოაქვს.
ვინ არ დასცინებს და უფრო მეტად - ვინ არ იგლოვებს პატივმოყვარე მოღვაწეს, რადგან ლოცვაზე დგომისას ხან იცინის, ხან კი ყველას დასანახად ტირის
ლოცვისას სიბრძნისმტყველება საჭირო არ არის, რადგანაც ხშირად უბრალო ყრმებმა მარტივი სიტყვით შეძლეს ზეციური მამისაგან მოწყალების მიღება
ცრემლით ითხოვე და მორჩილებით ეძებე, მოთმინებით დარეკე; რადგან ის, ვინც ამგვარად ითხოვს, მიეცემა; ვინც ეძიებს - იპოვის და ვინც რეკს - გაეღება
"შევსცოდე უფალსა!" აღმოხდა ოდესმე ამ წმიდა სიმდაბლეს - მრუშობისა და კაცის კვლის შესახებ და წამსვე ესმა: "უფალმან აღხოცა ცოდვაი შენი" (2 მეფ. 12,13)
თუკი ოდესმე გინახავს მზე, მაშინ შეძლებ ესაუბრო მას ისე, როგორც საჭიროა, ხოლო მასთან საუბარი, ვინც არასოდეს გიხილავს, შეუძლებელია ჯეროვნად