გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რ...
იხილეთ სრულად
გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რომ ღვთაებრივი ნათელი, ცხოვრება და ძალა ყოველთვის და ყველგან განუშორებელია მისგან. "რამეთუ მოჰკვდით, და ცხოვრება თქვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3, 3), მიცვალებულთა სიმშვიდეს კი ქვეყნად ვერავინ დაარღვევს...
ზოგჯერ მრავალგზის თხოვნის შემდეგაც უფალი არ გვაძლევს, რასაც ვითხოვთ, მაგრამ მაშინ იგი გვაძლევს იმას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. წმიდა პავლე სთხოვდა უფალს, დაეფარა განსაცდელისაგან - და მას განსაცდელები არ ელეოდა; მაგრამ როდესაც ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ მრავალგზის თხოვნის შემდეგაც უფალი არ გვაძლევს, რასაც ვითხოვთ, მაგრამ მაშინ იგი გვაძლევს იმას, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია. წმიდა პავლე სთხოვდა უფალს, დაეფარა განსაცდელისაგან - და მას განსაცდელები არ ელეოდა; მაგრამ როდესაც იგი ლოცულობდა, უფალი აძლევდა მადლს, რომლის საშუალებითაც იგი ახოვნად მოღვაწეობდა (2 კორ. 12, 7-9). ასე რომ, განა უფალმა პავლესი არ ისმინა?
მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმ...
იხილეთ სრულად
მოციქულებიც ასწავლიან, რომ ღვთის სასუფეველში შესვლა მრავალი განსაცდელის გადატანით მიიღწევა. გამოდის, ეს უცებ სულაც არ ხდება. მოსაგრეებმა, რომელთაც თავად გაიარეს გზა ცხონებისა, გამოცდილებით ამოიცნეს მტრის ყველა ხრიკი, ჩვენთვის წარმოაჩინეს, რაც ადამიანში შინაგანია, შეისწავლეს უხილავი სულიერი ბრძოლა, მადლმოსილი შეგონების შუქით გაანათეს სულიერი ცხოვრების მთელი გზა, გარდუვალად დაადგინეს ეკლესიის სწავლება, რომლის თანახმადაც ადამიანის შინაგანი ჩამოყალებ...
მოიგონეთ საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ ...
იხილეთ სრულად
მოიგონეთ საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები და როდესაც გულით შევრდომიან უფალს, დაუყოვნებლივ მივლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი.
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გ...
იხილეთ სრულად
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გზაა! სასოება და მოთმინება ამ ცხოვრების უკუღმართ გზაზე უნდა განგვამტკიცებდეს. პირველი ქრისტიანები იბადებოდნენ, ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ იმ შეგნებით, რომ დაუმსახურებელ მწუხარებათა გზა ყველა მიწიერ გზაზე ზეაღვმავალია, სწორ...
უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებ...
იხილეთ სრულად
უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებებს, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოვოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად, შვილებს უცხო ქვეყნებში აგზავნიან. წმიდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები სცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: "ს...