წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
თუ ნახავ ვინმეს, რომელმაც მაღალ უვნებელობას მიაღწია, ნუ იფიქრებ, რომ მან გამოიყენა რაიმე სხვა საშუალება, გარდა - ამ სანატრელი და შეუმცდარი გზისა
ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისაგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი ბოლომდე იბრძოლოს
თუმცა სწავლულება და ცოდნა ბევრს ამპარტავნებაში ჩააგდებს, უსწავლელობა გარკვეულწილად დაამდაბლებს კაცს, რადგან უსწავლელი კაცი თავს ვერ იმაღლებს
იგი, ვინც ლოცვის გემო შეიცნო, ხშირად ერთი სიტყვით შებილწავს თავის გონებას და შემდეგ, როდესაც ლოცვად დადგება, ამ სანატრელ სიტკბოებას ვეღარ იპოვის
თუ შენ ქრისტეს აღუთქვი, რომ ვიწრო და ძნელი ბილიკით ივლიდი, მაშინ კუჭიც შეავიწროვე, რადგან მისი გაფართოება და პატივისცემა აღთქმას დაგარღვევინებს
საკუთარ თავს ცოდვილს მრავალნი ვუწოდებთ და შეიძლება მართლაც ასე ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენი სიმდაბლე მაშინ მაგოიცდება, როცა სხვები შეურაცხგვყოფენ
გულით უბრალონი არც ისე ხშირად იწამლებიან ამ შხამით; რადგან პატივმოყვარეობა ანადგურებს უბრალოებას და ზაკვითა და ორგულობით სავსე ცხოვრება მოაქვს
ტყავის რუმბები, თუ კარგად უვლიან მათ, იჭიმება და გაცილებით მეტ სითხეს იტევს, ვიდრე უყურადღებოდ მიტოვებული, რომლებიც ჩვეულ ზომას ვეღარ უბრუნდებიან
როდესაც რომელიმე სიტყვა ლმობიერებას აღძრავს შენში, მასზე შეჩერდი და მრავალჯერ გაიმეორე, რადგანაც ჩვენიმცველი ანგელოზი ჩვენს სიახლოვეს ლოცულობს