განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს
ყოველი მწუხარება იმის მამხილებელია, თუ საით მიიდრიკება ჩვენი ნება - ცუდისკენ თუ კარგისკენ. იმიტომ უწოდებენ შემთხვევით მწუხარებას განსაცდელს, რომ განსაცდელში მყოფის ფარულ სურვილებს გამოცდის.
მართალია, ჩვენი აზრით, მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ, მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს.
არ იფიქრო, რომ ყოველი მწუხარება ადამიანებს ცოდვის გამო ეწვევათ ხოლმე, რადგანაც ზოგიერთი ღვთის სათნოც გამოიცდება. დაწერილია: "უშჯულონი იდევნენ და თესლი უღმრთოთაი მოისრას" (ფსალ. 36,28); მაგრამ ასევე წერია: "რომელთა ჰნებავს ღმრთისმს... იხილეთ სრულად
მცნების შემსრულებელი ამისთვის განსაცდელს უნდა ელოდეს, რადგანაც ქრისტეს სიყვარული საწინააღმდეგოთი გამოიცდება.
მექოთნემ იცის, რამდენ ხანს გააჩეროს ცეცხლში თიხის ჭურჭელი. რომელიც აიტანს მხურვალებას, გამოიწრთობა, ხოლო რომელიც ვერ აიტანს, სახმარად უსარგებლო იქნება. მით უმეტეს, იცის უფალმა, თუ რა ძალისა და ხარისხის ცეცხლია საჭირო ღვთის სიტყვიე... იხილეთ სრულად
ღმერთმა იცის, ყოველი ადამიანის საჭიროება, ძალების საზომი და ყოველი მათგანის უძლურება.
ღმერთი დღევანდელ დღეს მტრის ისეთ განსაცდელებს არ უშვებს, როგორიც - უწინ იყო: ვინაიდან იცის, რომ დღეს ადამიანები სუსტები არიან და ამას ვერ გადაიტანენ
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ (იმაზე იზრუნე), რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო