62. როდესაც ხშავ სახლის კარებს და მარტო რჩები, იცოდე, რომ თანამყოფია შენთან ის ანგელოზი, ღმერთმა რომ განუჩინა ყოველ ადამიანს, რომელსაც ბერძნები "სახლის ანგელოზს" უწოდებენ. მარადმღვიძარეა იგი და მოუცთუნებელი; ყოველთვის შენთა...
იხილეთ სრულად
62. როდესაც ხშავ სახლის კარებს და მარტო რჩები, იცოდე, რომ თანამყოფია შენთან ის ანგელოზი, ღმერთმა რომ განუჩინა ყოველ ადამიანს, რომელსაც ბერძნები "სახლის ანგელოზს" უწოდებენ. მარადმღვიძარეა იგი და მოუცთუნებელი; ყოველთვის შენთან თანამყოფია, ყველაფერს ხედავს და სიბნელისგან არ ბრკოლდება. მასთან ერთად ხედავდე [ხედავდე] ღმერთსაც, რომელიც მყოფობს ყველა ადგილას, რადგან არ არსებობს ადგილი ან რაიმე ნივთი, მასში რომ ღმერთი არ მკვიდრობდეს, როგორც ყოველთა უდიდე...
61. თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმ...
იხილეთ სრულად
61. თუ გეეჭვება, რომ ყოველი ჩვენი ნამოქმედარი დაინახება ღვთისგან, დაუკვირდი: თუკი თვით შენ, რომელიც ადამიანი ხარ და მტვერი, ძალგიძს ერთსა და იმავე დროს ფიქრობდე და საზრობდე ყოველგვარი ადგილის შესახებ, რამდენად უფრო შეძლებს ამას ღმერთი, რომელიც მდოგვის მარცვლისებრ ხედავს ყველას და ნებისამებრ წარმოშობს და ზრდის ყოველივეს?
ყოველგვარი არსება ორ ნაწილად განიყოფა. ქმნილად და შეუქმნელად: შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი - ყველა დანარჩენი. სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული. რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთის ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი არსება ორ ნაწილად განიყოფა. ქმნილად და შეუქმნელად: შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი - ყველა დანარჩენი. სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული. რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთის სახელია, - მის სხვა სახელებთან ერთად და - საღმრთო არსებობის არსი. ამიტომაც არის ნათქვამი: "ღმერთი სიყვარული არს".