სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუ გსურს ღვთის მონა გერქვას, მონის ღვაწლი იტვირთე
იცხოვრე ისე, რომ შენი სული სიკეთისაკენ იყოს მიმართული
როგორც ბავშვი სწავლობს საუბარს, ასევე სწავლობს ზრდასრული იყოს კეთილი; ორივე რწმენითა და ვარჯიშით მოიპოვება.
ვინც სათნოების გაკვეთილებში განისწავლება და არ აღასრულებს მათ, ჰგავს ადამიანს, რომელიც ხნავს, მაგრამ თესვა ავიწყდება.
უშრომლად - განათლებას, ანდა რაიმე ხელოვნებას ფულით ვერ იყიდი; ასევე, შეუძლებელია სათნოების ჩვევათა მოხვეჭა - გულმოდგინების გარეშე
ქრისტეს გარეშე შენი ცხონების საქმეს ვერ აღასრულებ, არც ქრისტე გააკეთებს ამას უშენოდ.
მართალია, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ, მაგრამ იგი მოგვიხმობს და გვეუბნება: "შენც გაიღე რამე".
მრავალი ქრისტიანი ღვთის გულმოწყალებიდან ყველაფერს პირდება, მაგრამ თავისი თავისაგან არაფერს მოითხოვს.
საკუთარი თავისადმი უმკაცრესი სიფრთხილის გარეშე ადამიანისთვის შეუძლებელია რაიმე სათნოებაში წარემატოს.
ღვთის მონა არ შეიძლება ეწოდოს მას, ვინც საკუთარ სურვილებს ემორჩილება. რამეთუ კაცი, ვისგანაც იმართება, მისი ბატონია.