სიძვა, მრუშობა - ციტატები, გამონათქვამები
სიძვა, მრუშობა - ციტატები, გამონათქვამები სიძვა, მრუშობა, გამონათქვამები, ციტატები
ხორციელი ვნებების დაკმაყოფილების შედეგად მიღებული სიამოვნება სწრაფად გაივლის, მისგან მოყენებული ზიანი კი - სამუდამოდ დაგვრჩება.
ნუ შეხედავ სანდომიან სახეს, რომელიც დემონური ვნებებისთვის აღგძრავს, არამედ - უფრო მეტად უფრთხილდი მის შხამიან კუდს.
თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე ხიბლავს, წარმოიდგინე, როგორი გახდება იგი ხრწნის შედეგად და დამშვიდდები.
თუ შენს აზრებში ლამაზი სახე წარმოგიდგება, წარმოიდგინე იგივე ადამიანი უსახური ცხედრის სახით და ვნებიანი სურვილი შენს სულს აღარ დაამძიმებს.
ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება ხორცით, რომელიც სულ მალე ხრწნას მიეცემა!
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალმა გამოდევნა სამოთხის მცხოვრებნი ღვთაებრივი სანახებიდან (ზირ. 25, 27).
უმჯობესია გახურებულ ცეცხლთან მიხვიდე, ვიდრე ყმაწვილ ქალთან, როდესაც თვითონაც ახალგაზრდა ხარ, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მეყსეულად განეშორები მას, ქალთან საუბარს კი მაშინვე ვერ დააღწევ თავს