მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები
მარადისობა - ციტატები, გამონათქვამები მარადისობა, გამონათქვამები, ციტატები
მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ.
მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო, მნიშვნელობა არა აქვს, შენს წინაშე შეუვალი მარადიულობაა, საუკუნო ნეტარებით ან სატანჯველით სავსე. მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ ... იხილეთ სრულად
მარადიულობის სიმართლე სულის მშვენიერებაშია.
რაც უფრო გაამშვენიერებთ სულს, მით უფრო მარადიულობას ეზიარებით!
მოდით, ღირსეულად და მხნედ ვებრძოლოთ ამ ცხოვრების ყოველ შემაჭირვებელ წინააღმდეგობას, სანამ ღმერთი გვიბრძანებს, რომ მივატოვოთ ყოველივე სააქაო და მარადიულ სამყოფელში დავემკვიდროთ.
ყოველი დაცემისას სატანა უფრო და უფრო გიახლოვდება, რომ სათამაშოდ გაქციოს და გაგამასხარაოს. გამოიღვიძე უგრძნობლობისგან, იფიქრე ზეციურზე და იმ შორეულ მოგზაურობაზე, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.
გახსოვდეს, რომ ჩვენი ბუნება მოკვდავია და სული ხორცს მოულოდნელად ეყრება. რა ამაო, ხანმოკლე და გაურკვეველია ცხოვრება! და მას სხვა, სრულიად განსხვავებული, დაუსრულებელი ცხოვრება ენაცვლება!
ნეტარ არიან, რომელთაც სულის თვალი ახელილი აქვთ და დიდი მოგზაურობისთვის საგზალს იმზადებენ.