ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. "ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს"
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება.
აღშფოთებით ნურაფერს იტყვი, რადგან ბოროტება სიკეთეს ვერ შობს; არამედ დაითმინე, ვიდრე შენი აზრები დამშვიდდება და შემდეგ წყნარად თქვი.
ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მა... იხილეთ სრულად
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსე... იხილეთ სრულად
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულო... იხილეთ სრულად