სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები
სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები სიძულვილი, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავალთ სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს ძმა, სიკვდილში მკვიდრობს. ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცო... იხილეთ სრულად
მტრის სიყვარული ქრისტიანული ცხოვრების ბოლო საფეხურია. თუ ქრისტიანი სარწმუნოების მაღალ საფეხურზე არ დგას, ამ მცნებას ვერ აღასრულებს. ვინმე იკითხავს, როგორ შეიძლება შეყვარება ბოროტი, უსამართლო და უსჯულო კაცისა? კაცი უნდა შეიყვარო, ღ... იხილეთ სრულად
ვისაც უყვარს თავისი ძმა, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში.
ხოლო ვისაც სძულს თავისი ძმა, ბნელშია და ბნელში იარება და არ იცის საით მიდის, ვინაიდან ბნელმა დაუვსო თვალი.
თ. 1-2
ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, მას სძულს იგი, ანუ ნებისმიერი ადამიანის და ამასთან ერთად, ღვთის სიყვარულიც არ შეუძლია. ასეთი არც ღმერთს უყვარს.
ნუ დაეთანხმები ცილისმწამებელს, ნუ გაერთობი მისი ავი სიტყვით; მაგრამ ნურც სიძულვილის განცდა გექნება იმის მიმართ, ვინც მოყვასს განიკითხავს.
მოყვასის მკაცრი განსჯა კეთილგანწყობის მაჩვენებელი არ არის, არამედ ადამიანის მიმართ სიძულვილის მიმანიშნებელია.
ცეცხლს ცეცხლით კი არ აქრობენ, არამედ - წყლით; ასევე ბოროტებაც ბოროტებით კი არ მარცხდება, არამედ - სიკეთით; არა სიძულვილით, არამედ - სიყვარულით.
რა საბრალო მდგომარეობაა სიძულვილს სიძულვილით მიაგო და წყენას - წყენით. მაგრამ თუკი მტერი შენზე ძლიერია? მაშინ რას მოემსახურება შენი შურისგების სიყვარული? შენი დაღუპვის დაჩქარებას ხომ არა? თანაბარი ძალების შემთხვევაში კი რას უნდა მ... იხილეთ სრულად
თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვ... იხილეთ სრულად