წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
ღვთის მიერ ნეტარი სიმდაბლე ოცდაათ, სამოც და ასეულ საფეხურს აივლის. ამ უკანასკნელზე სრულნი ავლენ, საშუალოზე - გულმოდგინენი, ხოლო პირველზე ასვლა ყველასათვის შესაძლებელია
ბევრს არ ძალუძს საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭურჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომელსაც ბაგის შეუკვებლობის შეკავება შეუძლია. ღვთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია
ერთი მხიარულებისთვის ტყუის, მეორე - გემოთმოყვარებისთვის, მესამე - იმისთვის, რომ გარშემომყოფნი გააცინოს. ზოგიერთი სულაც იმისთვის, რომ მოყვასს მახე დაუგოს და ბოროტი მიაგოს
ვისმინოთ ყველამ, ვისაც გვსურს, ამ ბოროტ ორმოს გადავურჩეთ, რადგან იგი პირველად ღვთისადმი მადლობით იწყება, რადგან ღვთის უსირცხვილო უარყოფას თავიდანვე ვერ მოაფიქრებს კაცს
აი, კეთილი წყვილი - სიმდაბლე და სიყვარული. პირველი აღგამაღლებს, ხოლო მეორე ამაღლებულს შემოგიდგება და დაცემის საშუალებას არ მოგცემს, რადგან "სიყვარული არასადა დავარდების"
ყველა, ვისაც მხილება აღაშფოთებს და გაურბის მას, თვითონვე ადასტურებს, რომ ვნებითაა შეპყრობილი, ხოლო, ვინც მხილებას მიელტვის, ჩანს, რომ ვნების ბორკილებიდან გათავისუფლებულია
ამ სიმდიდრის რაოდენობის შესახებ საუბარი შეუძლებელია; მის ხარისხზე - კიდევ უფრო ძნელი; თუმცა მისი თვისებების შესახებ შევეცდებით ჩვენთვის მომადლებული გონების ძალით ვთქვათ
მზაკვარი არის ცრუწინასწარმეტყველი, რომელსაც ჰგონია, რომ სხვათა სიტყვის მიხედვით მათ აზრებს ჩასწვდება და გარეგნული მოქმედებების მიხედვით - შინაგან მდგომარეობას ამოიცნობს
როდესაც კაცს ბუნებრივი სიკეთით თავმაღლობა აღარ სჩვევია, ნიშნავს, რომ მისი განკურნება დაწყებულა, მაგრამ ვიდრე ამ ვნების სიმყრალეს იყნოსავს იგი, კეთილსურნელებას ვერ იგრძნობს
ნუ დასცხრები, ვიდრე არ იგრძნობ, რომ ცეცხლი და წყალი კვლავ გიბრუნდება, რადგან მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა, ცოდვათა შენდობისათვის უკეთესი შემთხვევა აღარ მოგეცეს