თუ გსურს, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, არ უარყო განსაცდელები, როგორც უსამართლოდ მოწეული, არამედ გადაიტანე, როგორც სამართლიანად დამსახურებული; რამეთუ თითოეული შემთხვევის დათმენით მეხსიერება ფხიზლდება, ხოლო (განსაცდელების) უარყოფით გ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, არ უარყო განსაცდელები, როგორც უსამართლოდ მოწეული, არამედ გადაიტანე, როგორც სამართლიანად დამსახურებული; რამეთუ თითოეული შემთხვევის დათმენით მეხსიერება ფხიზლდება, ხოლო (განსაცდელების) უარყოფით გონივრულად განსჯის უნარი დუნდება და (სხეულის) მოდუნების შედეგად წარმოშობს დავიწყებას.
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს განკურნება და სენიდან გათავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორცით ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება, მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება, რწმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისგან. მაშასადამე, ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია...
ვისაც განსაცდელის თავიდან არიდება სურს, ლოცვით უნდა შეარიგოს თავისი საქმეები ღმერთთან და გონებით სასოებდეს, ხოლო ხორციელი საზრუნავი შეძლებისდაგვარად უგულებელყოს.
ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც კი არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. ...
იხილეთ სრულად
ერთხელ, ერთიმეორის მიყოლებით აღმდგარი საშინელი განსაცდელების გამო მწუხარებამ და სულმოკლეობამ დამრია ხელი და ვუჩიოდი ღმერთს, რომ უსამართლობაა, ამდენ განსაცდელს რომ მიგზავნის და ოდნავადაც კი არ აოკებს მათ, რათა სული მაინც მოვითქვა. და ამ სიმწარისას ხმა ჩამესმა, ძალიან ტკბილი და ძალიან წმინდა, უღრმესი თანაგრძნობით აღსავსე: „განა არ დაითმენ ამ ყველაფერს ჩემი სიყვარულისთვის?“ და ამ ხმის გაგონებისთანავე ცრემლები წამსკდა, ისეთი ძლიერი და ვნანობდი სულმოკ...
გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და განგდებისა; არა, არამედ უმეტესად ღვთის სიყვარულის უმაღლესი განგებულებაა, ვითარცა წერილ არს: „შვილი, რომელიც უყვარს უფალსა, სწავლის დ...
იხილეთ სრულად
გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და განგდებისა; არა, არამედ უმეტესად ღვთის სიყვარულის უმაღლესი განგებულებაა, ვითარცა წერილ არს: „შვილი, რომელიც უყვარს უფალსა, სწავლის და სტანჯის“. თუმცა სიტყვა ესე პირველად დიდად ეუცხოება კაცს და მწარედ მოეჩვენება, გარნა იგი არის მიუცილებელი დადგენილება ჩვენი სულის მომავალი კეთილი ცხოვრებისათვის მით, რომ საცოდავი კაცობრიობა მარადის მსურველია ფუფუნებისა ...
განსაცდელები! რამდენადაც მცირეა მოთმინება, იმდენად დიდად გვეჩვენება განსაცდელი. და რამდენადაც ეჩვევა ადამიანი მათ დათმენას, იმდენად მცირდებიან და გარჯის გარეშე სძლევს მათ და კლდესავით მყარი ხდება.
განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნება...
იხილეთ სრულად
განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნებათაგან სრული გათავისუფლება არ მიიღოს.
სულები, რომლებიც ან ადამიანებისაგან მიყენებული შეურაცხყოფით ან გონებაში ფარულად აღმოცენებული ბილწი ზრახვებით, ან სხეულებრივი სნეულებებით იტანჯებიან, თუკი ყოველივეს ბოლომდე დაითმენენ, ...