წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც ციდან გარდამოსრული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ ადგილებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი - კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი. ვინც ციდან გარდამოსრული ცეცხლის მხურვალება

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ურიას შაბათი და დღესასწაული ახარებს, ხოლო ნაყროვანი მონაზონი შაბათს და კვირა დღეებშია გახარებული. მარხვაში დღეებს ითვლის, თუ რამდენი დარჩა აღდგომამდე და მრავალი დღით ადრე იმზადებს სანოვაგეს ურიას შაბათი და დღესასწაული ახარებს, ხოლო

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

თუ ხორცი გვძლევს, თავშეკავებით უნდა შევზღუდოთ იგი, ყოველ დროსა და ყოველ ადგილს. როცა ის მიწყნარდება (რისი იმედიც არ მაქვს ვიდრე სიკვდილამდე), მაშინ შეგიძლია, სხვათა წინაშე შენი თავშეკავება დამალო თუ ხორცი გვძლევს, თავშეკავებით უნდა შევზღუდოთ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

მამები ფსალმუნთა გალობას უწოდებენ იარაღს, ლოცვას - გალავანს, უმანკო ცრემლს - საბანელს, ხოლო ნეტარ მორჩილებას მათ უწოდეს აღმსარებლობა, რომლის გარეშე ცოდვითა და ვნებით შობილი ღვთის პირს ვერ იხილავს მამები ფსალმუნთა გალობას უწოდებენ იარაღს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

თუ რაიმე ნიჭი გაგაჩნდა დაბადებამდე, ქვეყნად მოსვლის შემდეგ იმით იამაყე. თუ არადა - შობის შემდეგ ყოველგვარი ნიჭი ხომ ღვთისგან მოგეცა, ისევე, როგორც თვით შობა და არარსობისგან არსად მოყვანა მოგემადლა თუ რაიმე ნიჭი გაგაჩნდა დაბადებამდე, ქვეყნად

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უჭირავს ხელში, ის არ დაბრკოლდება და თუნდაც დაბრკოლდეს, სრულიად არ დაეცემა, რადგანაც ლოცვა არის საღმრთო და ტკბილი მაიძულებელი, რომელიც კაცს ბოროტის ქმნას არ ანებებს ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უჭირავს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო ვინც კუჭს ებრძვის, თანდათანობით უვიწროვდება. ამგვარად შევიწროვებული მრავალ საკვებს აღარ მოითხოვს და ადამიანი ბუნებრივად მმარხველად იქცევა ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

სალოცავად რომ დავდგებით, არაწმიდა და გამოუთქმელი სიტყვები წინ აღგვიდგბიან; მაგრამ, როდესაც ლოცვას შევასრულებთ - გაგვეცლებიან, რადგან ისინი, როგორც წესი, არ ებრძვიან მათ, ვინც მათ წინააღმდეგ არ იბრძვის სალოცავად რომ დავდგებით, არაწმიდა და

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

უპოვარი მოღვაწე უვნებელობის შვილია, რაც კი აქვს, არარად მიაჩნია და, თუ ვნების მიზეზად ექცევა, ყველაფერს ნაგავად შერაცხავს. თუ ბერი ჯერ კიდევ სწუხს ხორციელ საზრუნავზე, მას უპოვარება ჯერაც არ მოუხვეჭავს უპოვარი მოღვაწე უვნებელობის შვილია, რაც კი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

როგორც სახლში მყოფს ესმის ქუჩაში გამვლელების სიტყვები და თვითონ არ ესიტყვება მათ, ასევე სულს ესმის ხორცში დაბუდებული ეშმაკის გმობა, რომელსაც წარმოსთქვამს, როდესაც სულში გაივლის და შეშფოთდება მისგან როგორც სახლში მყოფს ესმის ქუჩაში გამვლელების

link

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |

1