გული - ციტატები, გამონათქვამები
გული - ციტატები, გამონათქვამები გული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
შენდობა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც შურისგების ძალა შესწევს. ძლიერი ადამიანი ბოროტებას შურისგებით პასუხობს, უძლური კი - სიძულვილით. თუ შეგიძლია დარტყმაზე დარტყმით უპასუხო, მაგრამ თავს იკავებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუნდე. შენდობა... იხილეთ სრულად
შენი გული სარწმუნოებით განწმინდე, სასოებით განამტკიცე, სიყვარულით გაათბე, ლოცვით სუნნელყავ, ცრემლით განბანე, ქრისტეს სისხლით გააჯერე, და როგორც ანთებული ლამპარი ზეცისკენ აღმართე.
ადამიანის გულში შესაძლოა ანგელოზებრივმა სიწმინდემ და ჯოჯოხეთურმა უწმინდურებამაც დაისადგუროს. ადამიანური გულის ბარომეტრი თავის ციფერბლატს ქვესკნელის ფსკერიდან ზეციურ უსასრულობამდე განავრცობს.
ნუ დაუშვებ, რომ შენი გული უწმინდურმა გრძნობებმა შებღალოს, ამით იგი სიწმინდეს დაკარგავს და ცხოვრების გზაც გამრუდდება.
საკმარისია ადამიანმა გული გადაისხვაფეროს, რომ მისი ხვედრი უმალვე იცვლება. ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ადამიანის ბედუკუღმართობაზე და მის მიზეზებს კი იშვიათად გამოვიძიებთ. ამ დროს მთავარი მიზეზი გულია. სწორედ ეს გულია, მუდმივად რომ ბორგავ... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის... იხილეთ სრულად
ენა უნებლიედ გამოთქვამს იმას, რაც ადამიანის გულში და გონებაშია. ენა გულის გამცემია, გამცემი და მსაჯული.
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი... იხილეთ სრულად