სხეული - ციტატები, გამონათქვამები
სხეული - ციტატები, გამონათქვამები სხეული, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ვინც მხოლოდ ხორციელი შერყვნისაგანაა თავისუფალი, ნუ ჩათვლის თავს სრულიად წმიდად. არსებობს სულის შერყვნილობა, ისევე, - როგორც - ხორცისა. მრუშობა უწმინდურობაა, და ასევე - სიძუნწეც; ლოთობა უწმინდურებაა, მაგრამ ასევე - ამპარტავნებაც, შ... იხილეთ სრულად
ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი და ნუ ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან განთავისუფლებულად გრძნობდე.
ხორცი ყოველგვარი ვნების თავშესაფარია; როგორც კასიანე გვასწავლის და როგორც შეიძლება ამის შემოწმება გამოცდილების მიხედვით: ამიტომაც მისი შევიწროება ვნებების დაძლევას ნიშნავს.
საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.
ცოდვა სულს განაშორებს მშვიდობას, გონებას - სინათლეს, სხეულს - უხრწნელობას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - ყველანაირ სიკეთეს. იგი იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს თესავს, რაც ადამიანს ჯოჯოხეთში აგდებს.
ხედავ რომ თესლი, ჩათესილი მიწაში, მოკვდება (დალპება) და მერმე აღმოცენდება მიწისაგან. ეს მაგალითი ცხადად გაჩვენებს შენ, რომ ეგრევეა სხეული ჩვენი, - თუმცა ის მოკვდება და დაეფლვის, მაგრამ ღვთის ძალით თავის დროზე გაცოცხლდება და შეიმოს... იხილეთ სრულად
განსაცდელები სასიკვდილო სარეცელზე მყოფსაც კი ებრძვიან - მხოლოდ მაშინ ანებებენ თავს, როცა სული სხეულს გაეყრება.
თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.