ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მხოლოდ უფალს შეუძლია მოგვანიჭოს სულის სიმშვიდე და სასოება, მხოლოდ მას ძალუძს დააცხროს ჩვენი აბორგებული გული და შინაგანი სამყარო.
ღვთის დიდებას სრულად ვერასდროს შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარება და დახმარება, თუ, რა თქმა უნდა, გავხდებით ღირსნი მისი მოწყალებისა.
მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვუხმობდეთ, რადგან მხოლოდ იგია ბოროტის შემმუსვრელი და ჩვენი განმაძლიერებელი.
უფალი იმდენად დიდია, მისთვის სიმცირე არ არსებობს (ისევე, როგორც სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის - პატარა ცოდვები).