თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები
თავისუფალი ნება - ციტატები, გამონათქვამები თავისუფალი ნება, გამონათქვამები, ციტატები
მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს მძლავრობს პიროვნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მისთვის უცხოა ჩვენი ნების რაიმე სახით შეზღუდვა (ცოდვა კი იმონებს კაცს და თავის მორჩილად ხდის).
რომ ნაწილნი ვართ უფლისა, ვლინდება ღვთისადმი ჩვენს სწრაფვაში, ხოლო გარეგნულად ეს თავისუფალ ნებისყოფასა და შემოქმედებით უნარში გამოიხატება.
მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხარისხობრივად რა მდგომარეობას განვიკუთვნებთ ზეცაში ან ქვესკნელში. როგორია ჩვენი გული და გონება? როგორ ნიადაგს დაახვედრებს იგი ღვთის სიტყვას? ნარ-ეკლიანს? სადაც ვერაფერი გაიხარებს, კლდოვანს? სადაც აღ... იხილეთ სრულად
სიყვარული ეს არის ყველაზე ამაღლებული გრძნობა, სხვისადმი ერთგულად მსახურების თავისუფალი არჩევანი.
ცხონების გზას ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი ნებით ირჩევს. ისინი, რომლებიც არ ისმენენ იესოს დარიგებებს, ოდესმე აუცილებლად გაიგონებენ მის მკაცრ სიტყვებს: „წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც გამზადებულ არს ეშმაკ... იხილეთ სრულად
უფალმა შექმნა ადამიანი და ანგელოზები, რომ სხვა ქმნილებებიც დამტკბარიყვნენ ღმერთით, სხვა სულებსაც განეცადათ ნეტარება და მათაც ჰქონოდათ თავისუფალი ნება; იძულებით დამორჩილებული მონები კი არ ყოფილიყვნენ, არამედ თავისუფალნი, რომლებიც ს... იხილეთ სრულად