გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ ამბობს: რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალ...
იხილეთ სრულად
გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ ამბობს: რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თვალთა ჩემთა (ფს. 5,7). მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც ტყუილს ფიცსაც დაურთავს?!
თუკი მეუფეს გამუდმებით ევედრები შენი მტრებისათვის, როდესაც ისინი მოვლენ, იმედიანად შეგიძლია იყო, დიდად არ დაშვრები, თვითონვე განგერიდებიან; რადგან არაწმინდა სულებს არ სურთ იმის ხილვა, თუ მათთან ბრძოლის შედეგად როგორ მოიპოვებ გვირგ...
იხილეთ სრულად
თუკი მეუფეს გამუდმებით ევედრები შენი მტრებისათვის, როდესაც ისინი მოვლენ, იმედიანად შეგიძლია იყო, დიდად არ დაშვრები, თვითონვე განგერიდებიან; რადგან არაწმინდა სულებს არ სურთ იმის ხილვა, თუ მათთან ბრძოლის შედეგად როგორ მოიპოვებ გვირგვინებს; არამედ ლოცვისაგან ძლეულნი, როგორც ცეცხლისაგან, ისე გარბიან
როცა სტუმარი ეწვევა, ნაყროვანი ერთიანად სიყვარულითაა სიყვარულითაა აღძრული, რაც გაუმაძღრობიდან გამომდინარეობს და ჰგონია, რომ რადგან ძმისთვის ნუგეშისცემის შემთხვევა მიეცა, თვითონაც მაძღრისად ჭამის ნება აქვს. სხვისი სტუმრობა ღვი...
იხილეთ სრულად
როცა სტუმარი ეწვევა, ნაყროვანი ერთიანად სიყვარულითაა სიყვარულითაა აღძრული, რაც გაუმაძღრობიდან გამომდინარეობს და ჰგონია, რომ რადგან ძმისთვის ნუგეშისცემის შემთხვევა მიეცა, თვითონაც მაძღრისად ჭამის ნება აქვს.სხვისი სტუმრობა ღვინის სმის საბაბად მიაჩნია. სათნოებას ამოფარებული იგი ვნების მონა ხდება
სიმდაბლის დასაწყისია ბაგის დაცვა, კრძალულება და შეურაცხყოფის სიყვარული; მისი საშუალო მდგომარეობაა იმ ყოველგვარი საქმის მიტოვება, რაც ცუდმედიდობას შობს; ხოლო საბოლოო სრულყოფილი სახე - თუკი შეიძლება, რომ უფსკრულის დასასრული იპოვო - ...
იხილეთ სრულად
სიმდაბლის დასაწყისია ბაგის დაცვა, კრძალულება და შეურაცხყოფის სიყვარული; მისი საშუალო მდგომარეობაა იმ ყოველგვარი საქმის მიტოვება, რაც ცუდმედიდობას შობს; ხოლო საბოლოო სრულყოფილი სახე - თუკი შეიძლება, რომ უფსკრულის დასასრული იპოვო - არის ის, რომ კაცი მთელი ძალით ეძებდეს გინებას, ლანძღვასა და შეურაცხყოფას
სხვაა სულიერი მდგომარეობა სამეფო ტახტზე მჯდომი ადამიანისა, და სხვა - მისი, ვინც სიბინძურეზე მიგდებულა. და ალბათ ამ მიზეზით იყო, რომ დიდი და მართალი იობი ქალაქგარეთ სიბინძურეზე იჯდა, რადგან სწორედ მაშინ მიიღო სრული სიმდაბლე და სული...
იხილეთ სრულად
სხვაა სულიერი მდგომარეობა სამეფო ტახტზე მჯდომი ადამიანისა, და სხვა - მისი, ვინც სიბინძურეზე მიგდებულა. და ალბათ ამ მიზეზით იყო, რომ დიდი და მართალი იობი ქალაქგარეთ სიბინძურეზე იჯდა, რადგან სწორედ მაშინ მიიღო სრული სიმდაბლე და სულიერი სიბრძნით თქვა: "ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში" (იობ. 42,6)
ვინც ჩვენს მეუფესა და ღმერთთან შესახვედრად მივდივართ, მოუმზადებლად ნუ გავემართებით, რათა მან შორიდანვე არ შენიშნოს, რომ სამეფო სამკაული და აბჯარი არ გვმოსავს და თავის მსახურებს ჩვენი შეპყრობა და მის თვალთაგან გაძევება არ უბრძანოს;...
იხილეთ სრულად
ვინც ჩვენს მეუფესა და ღმერთთან შესახვედრად მივდივართ, მოუმზადებლად ნუ გავემართებით, რათა მან შორიდანვე არ შენიშნოს, რომ სამეფო სამკაული და აბჯარი არ გვმოსავს და თავის მსახურებს ჩვენი შეპყრობა და მის თვალთაგან გაძევება არ უბრძანოს; ხოლო ჩვენი სავედრებელი თხოვნის წიგნები კი სახეში დახეული არ მოგვაყაროს
ვიდრე ჯერ კიდევ (ვნებათა) საპყრობილეში ვიმყოფებით, ვუსმინოთ მას, ვინც უთხრა პეტრეს: ადექი, მოირტყი სუდარა მორჩილებისა, განიძარცვე საკუთარი ნება და შენი ლოცვით შიშველი წარსდეგ უფლის წინაშე, მხოლოდ მისი ნების მიხედვით იარე და მაშინ ...
იხილეთ სრულად
ვიდრე ჯერ კიდევ (ვნებათა) საპყრობილეში ვიმყოფებით, ვუსმინოთ მას, ვინც უთხრა პეტრეს: ადექი, მოირტყი სუდარა მორჩილებისა, განიძარცვე საკუთარი ნება და შენი ლოცვით შიშველი წარსდეგ უფლის წინაშე, მხოლოდ მისი ნების მიხედვით იარე და მაშინ ჰპოვებ ღმერთს - შენი სულის საჭეთმპყრობელად და შენი ცხოვრება გაუჭირვებლად წარიმართება
ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს, და თუმცა დასაწყისი ასეთი უნაყოფო იყო, დასასრული კეთილი და...
იხილეთ სრულად
ბევრჯერ პატივმოყვარეობა გვამარცხებს, მაგრამ შემდეგ მივუბრუნდებით და თვითონ უფრო მარჯვედ დავძლევთ მას. მიხილავს ადამიანები, რომელთაც სულიერი ღვაწლი პატივმოყვარეობით დაიწყეს, და თუმცა დასაწყისი ასეთი უნაყოფო იყო, დასასრული კეთილი და სასიქადულო გამოვიდა, რადგანაც ამ მოღვაწეებმა პატივმოყვარე აზრები სიმდაბლით შეცვალეს
ამპარტავნება იწყება იქ, სადაც პატივმოყვარეობა თავდება, მისი საშუალო მდგომარეობა მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი შრომის უსირცხვილოდ წარმოჩინება და თავის გულში ქებაა, ამასთან - მხილების სიძულვილი. მისი უმაღლესი მდგომარეობა არის ღვთის...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება იწყება იქ, სადაც პატივმოყვარეობა თავდება, მისი საშუალო მდგომარეობა მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი შრომის უსირცხვილოდ წარმოჩინება და თავის გულში ქებაა, ამასთან - მხილების სიძულვილი. მისი უმაღლესი მდგომარეობა არის ღვთის შემწეობის უარყოფა, საკუთარ საქმეებზე სიხარული, თავის თავზე მინდობა და ეშმაკეული გონება
ვიხილე ადამიანები, რომლებიც მორჩილებით იყვნენ გაბრწყინებულნი, რამდენადაც შესაძლებელია, უფლის ხსოვნას დაუდევრობით არ შეურაცხყოფდნენ და როგორც კი ლოცვად დადგებოდნენ, სფრაფად ეუფლებოდნენ საკუთარ ფიქრებს, ცრემლების ნაკადულები მდინარეე...
იხილეთ სრულად
ვიხილე ადამიანები, რომლებიც მორჩილებით იყვნენ გაბრწყინებულნი, რამდენადაც შესაძლებელია, უფლის ხსოვნას დაუდევრობით არ შეურაცხყოფდნენ და როგორც კი ლოცვად დადგებოდნენ, სფრაფად ეუფლებოდნენ საკუთარ ფიქრებს, ცრემლების ნაკადულები მდინარეებად დასდიოდათ, რადგან მორჩილების საშუალებით ამისთვის წინასწარვე იყვნენ მომზადებულნი