თუ ჭკუა არ გაანათლე, ვერ დააფასებ მაცხოვრის სწავლასა და ვერ შეიტყობ მას გულითა. მასასადამე ეცადე, ძმაო, რაც შეგიძლია, გაანათლო სული შენი სწავლითა. პირველი და საღმრთო მოვალეობა კაცისა ის არის, რომ ჭკუა და გონება განათლებული ჰქონდეს...
იხილეთ სრულად
თუ ჭკუა არ გაანათლე, ვერ დააფასებ მაცხოვრის სწავლასა და ვერ შეიტყობ მას გულითა. მასასადამე ეცადე, ძმაო, რაც შეგიძლია, გაანათლო სული შენი სწავლითა. პირველი და საღმრთო მოვალეობა კაცისა ის არის, რომ ჭკუა და გონება განათლებული ჰქონდეს სწავლითა.
კაცის ბუნებასა, ძმანო ქრისტიანენო, ორი უმთავრესი ნიჭი, ანუ თვისება აქვს: აზრი და საქმე, ფიქრობა და მოქმედება. აჰა, ორნი კერძონი კაცის ბუნებისა. აზრითა, ანუ ფიქრითა შენითა, შენ უნდა იყო მონაწილე და თანახმა ქრისტეს აზრისა და სწავლის...
იხილეთ სრულად
კაცის ბუნებასა, ძმანო ქრისტიანენო, ორი უმთავრესი ნიჭი, ანუ თვისება აქვს: აზრი და საქმე, ფიქრობა და მოქმედება. აჰა, ორნი კერძონი კაცის ბუნებისა. აზრითა, ანუ ფიქრითა შენითა, შენ უნდა იყო მონაწილე და თანახმა ქრისტეს აზრისა და სწავლისა; მოქმედებითა ანუ ნებითა შენითა უნდა იყო თანამშრომელი და თანაშემწე მისი.
მაცხავარმან გვასწავლა ჩვენ ისრედნი მნებანი, რომელნი არიან უმაღლესნი და უწმიდესნი. კაცის ბუნების განათლება და აღდგენა და განწმენდა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც კაცი ასრულებს მცნებათა ქრისტესთა.
სწავლა მაცხოვარისა არის ჭეშმარიტი, ღვთისაგან მოვლინებული. ვინც უარყოფს ამ სწავლასა, იგი უარყოფს თვით ღმერთსა, მისთვის, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. მაშასადამე, იმ კაცს ჭეშმარიტება სძულს და უყვარს სიცრუე. საშუალო გზა არ არის კაცის...
იხილეთ სრულად
სწავლა მაცხოვარისა არის ჭეშმარიტი, ღვთისაგან მოვლინებული. ვინც უარყოფს ამ სწავლასა, იგი უარყოფს თვით ღმერთსა, მისთვის, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. მაშასადამე, იმ კაცს ჭეშმარიტება სძულს და უყვარს სიცრუე. საშუალო გზა არ არის კაცისათვის: იგი ან უნდა იყოს ჭეშმარიტების მორჩილი ან მტერი; ვინც მიიღებს და დაემორჩილება ჭეშმარიტებას, იგი არის ქრისტესთან, ვინც არა, იგი არის მისი მტერი.
ხორციელსაცა და სულიერსაცა წარმატებასა და ბედნიერებასა აქვთ ერთი და იგივე საფუძველი – შეურყეველი მხნეობა და დაუძინებელი შრომა სულიერი და ხორციელი. შეიძინე ესენი თუ გსურს ბედნიერება.
ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა–ქცევაზე.
ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნ...
იხილეთ სრულად
ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა–ქცევაზე.
ვინც ამ ქვეყანაზე არის მხნე, მეცადინე, ჭკვიანი, შრომისმოყვარე, ის, უმეტეს ნაწილად, არის გაკეთებული და ბედნიერი; წინააღმდეგ ამისა, კაცი მცონარე, უგუნური, უზრუნველი, თავის ქონების დაუზოგველად დამფანტველი, თუ გინდ დიდ ბედნიერებასა შინა იყოს შობილი, ბოლოს უთუოდ წახდება და გაუბედურდება.
რა არის ბედნიერება? ჩვენ, თითქმის ერთობ ყოველთა, შეცდომილი აზრი გვაქვს, ვითომც ბედი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალახვეული და ვისაც უეცარი პირველი შეხვდება, იგი გაკეთდება და თუ მეორე შეხვდება, წახდება. არა, ძმაო ჩემო, თუ კარგად ...
იხილეთ სრულად
რა არის ბედნიერება? ჩვენ, თითქმის ერთობ ყოველთა, შეცდომილი აზრი გვაქვს, ვითომც ბედი და უბედურება დადის ქვეყანაზე თვალახვეული და ვისაც უეცარი პირველი შეხვდება, იგი გაკეთდება და თუ მეორე შეხვდება, წახდება. არა, ძმაო ჩემო, თუ კარგად დაუკვირდები ქვეყნის ცხოვრებასა, შეიტყობ, რომ ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია თვით კაცზედ და მის ყოფა–ქცევაზე.
მრავალგზის მომხდარა ისეთი მაგალითი, რომ კაცმა სიყმაწვილითგან გაიფუჭა და წაიხდინა ზნე – მით, რომელ უყვარდა ტანჯვა პირველად მფრინველების ბარტყებისა, მერმე წვრილის შინაურის პირუტყვებისა და ბოლოს იწყო ტანჯვა და გვემა კაცებისა და შთავა...
იხილეთ სრულად
მრავალგზის მომხდარა ისეთი მაგალითი, რომ კაცმა სიყმაწვილითგან გაიფუჭა და წაიხდინა ზნე – მით, რომელ უყვარდა ტანჯვა პირველად მფრინველების ბარტყებისა, მერმე წვრილის შინაურის პირუტყვებისა და ბოლოს იწყო ტანჯვა და გვემა კაცებისა და შთავარდა კაცის მკვლელობასა და დიდსა სასჯელსა შინა.
ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ. გარნა ღმერთს ნება არ მიუცია ჩვენთვის, რომ ვტანჯოთ პირუტყვი. შენდა შეგიძლია მოიხმარო პირუტყვი სასარგებლოდ, გარნა როდესაც სტანჯავ, ამით სცოდავ ღვთის წინაშე. შემცადრი...
იხილეთ სრულად
ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ. გარნა ღმერთს ნება არ მიუცია ჩვენთვის, რომ ვტანჯოთ პირუტყვი. შენდა შეგიძლია მოიხმარო პირუტყვი სასარგებლოდ, გარნა როდესაც სტანჯავ, ამით სცოდავ ღვთის წინაშე. შემცადრი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ღმერთს მხოლოდ კაცი უყვარს და სხვათა ქმნილებათა თვისთა კი არ მიხედავს. ღმერთი არის მამა საზოგადოდ ყოველთა ხილულთა მისთა ქმნილებათა.
უწყალოდ მოქცევა პირუტყვთან არის ცოდვა. როდესაც შენ სცემ, აწვალებ, სტანჯავ პირუტყვსა, ამით ცხადად გამოაჩენ, რომ შენ გაქვს ცუდი ხასიათი, ბოროტი, ფიცხელი და უწყალო გული. თუ ბოროტი კაცი არ იყო, პირუტყვიც შეგეცოდებოდა. ცემა, უჭმელობა, ...
იხილეთ სრულად
უწყალოდ მოქცევა პირუტყვთან არის ცოდვა. როდესაც შენ სცემ, აწვალებ, სტანჯავ პირუტყვსა, ამით ცხადად გამოაჩენ, რომ შენ გაქვს ცუდი ხასიათი, ბოროტი, ფიცხელი და უწყალო გული. თუ ბოროტი კაცი არ იყო, პირუტყვიც შეგეცოდებოდა. ცემა, უჭმელობა, ცუდად მოვლა საქონელსაც ისე სტანჯავს, როგორც კაცსა. კეთილი და მოწყალე ადამიანი არა თუ მხოლოდ კაცს უნდა სწყალობდეს, არამედ პირუტყვსაც.