ვინც ბუნებრივი თვისებების გამო პატივმოყვარეობაშია, ვთქვათ განათლების, ხელმარჯვეობის, კარგი კითხვის, შორსმჭვრეტელობის, საამო ხმისა და სახის, ან აგებულების ან რაიმე მსგავსის გამო, იგი ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეს ვერასოდეს მიიღებს, რა...
იხილეთ სრულად
ვინც ბუნებრივი თვისებების გამო პატივმოყვარეობაშია, ვთქვათ განათლების, ხელმარჯვეობის, კარგი კითხვის, შორსმჭვრეტელობის, საამო ხმისა და სახის, ან აგებულების ან რაიმე მსგავსის გამო, იგი ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეს ვერასოდეს მიიღებს, რადგან, ვისაც მცირეოდენი ურწმუნოებაში აგდებს, იგი დიდის მიმართ ურწმუნო და პატივმოყვარე იქნება
ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი მოწყალე, მშვიდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება. და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისაგან, რადგან ნათქვამია: "სიმდაბლესა შინა მომი...
იხილეთ სრულად
ვინც სანატრელ სიმდაბლეს შეუერთდება, იგი ტკბილი, კეთილი მოწყალე, მშვიდი, განათლებული, უდარდელი, მღვიძარე, გულმოდგინე იქნება. და ბევრი რომ აღარ ვთქვა, იგი გათავისუფლდება ყოველგვარი ვნებისაგან, რადგან ნათქვამია: "სიმდაბლესა შინა მომიხსენა ჩვენ უფალმან და მიხსნა ჩვენ მტერთა ჩვენთაგან" (ფს. 135,23-24), ყოველგვარი ვნებისა და ბრძოლებისაგან
როგორც ქვეყნიური მეფისათვის საძულველია ის, ვინც მის წინაშე დგას, დაშორებისთანავე კი მის მტრებთან იწყებს საუბარს; ასევე საძულველია უფლისათვის იგი, ვინც მის წინაშე დგას და ბოროტ აზრებს იწყნარებს. როდესაც ეს გონების მტაცებელი ძა...
იხილეთ სრულად
როგორც ქვეყნიური მეფისათვის საძულველია ის, ვინც მის წინაშე დგას, დაშორებისთანავე კი მის მტრებთან იწყებს საუბარს; ასევე საძულველია უფლისათვის იგი, ვინც მის წინაშე დგას და ბოროტ აზრებს იწყნარებს.როდესაც ეს გონების მტაცებელი ძაღლი დაგესხმის თავს, ლოცვის იარაღით განდევნე და როგორც უნდა გაავდეს, ნუ დაუთმობ და ადგილს ნუ მისცემ შენში
სხვა რამ არის ლოცვის შებილწვა; სხვა - გარყვნა ლოცვისა; სხვა - წარპარვა; სხვა - ბიწიერება. შებილწვა ის არის, როდესაც კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; ლოცვის გარყვნაა, როდესაც ლოცვისას ამაო საზრუნავზე ფიქრობს; წა...
იხილეთ სრულად
სხვა რამ არის ლოცვის შებილწვა; სხვა - გარყვნა ლოცვისა; სხვა - წარპარვა; სხვა - ბიწიერება.შებილწვა ის არის, როდესაც კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; ლოცვის გარყვნაა, როდესაც ლოცვისას ამაო საზრუნავზე ფიქრობს; წარპარვა ისაა, როცა ის შეუმჩნევლად მიმოქრის; ბიწი ლოცვა არის ნებისმიერი ცუდი ფიქრი, რომელიც ამ დროს მოდის ჩვენთან
იყო ვინმე, ვინც თავის გულში ამ სათნოების მიერ დანერგილი სიკეთე იხილა და იგი გაკვირვებამ შეიპყრო. სთხოვა მას, მისი მშობელის სახელი ეთქვა და მანაც მხიარული სახით მიუგო: "როგო იკითხავ ჩემი მშობლის სახელს, როდესაც საკვირველი და უსახელ...
იხილეთ სრულად
იყო ვინმე, ვინც თავის გულში ამ სათნოების მიერ დანერგილი სიკეთე იხილა და იგი გაკვირვებამ შეიპყრო. სთხოვა მას, მისი მშობელის სახელი ეთქვა და მანაც მხიარული სახით მიუგო: "როგო იკითხავ ჩემი მშობლის სახელს, როდესაც საკვირველი და უსახელოა, მის სახელს არ გეტყვი, ვიდრე შენში არ დამკვიდრდება ღმერთი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
რომელი სათნოებაც გონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისაგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია...
იხილეთ სრულად
რომელი სათნოებაც გონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისაგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია შენი გულმოდგინების ნაყოფი, ხოლო რაც შენი ხორცით ქმენ, ის შენი არ არის, არამედ ღვთის მიერ არიან დაბადებულნი
ადექი სოფლისმოყვარეობისა და გემოთმოყვარეობისაგან; განიშორე ყოველი საზრუნავი; უარყავ შენი ხორცი; განიძარცვე გულის ზრახვები; რადგან სხვა არაფერია ლოცვა, თუ არა - უარყოფა სოფლისა: ხილულისა და უხილავისა; როგორც იტყვის მგალობელი: "რაი ...
იხილეთ სრულად
ადექი სოფლისმოყვარეობისა და გემოთმოყვარეობისაგან; განიშორე ყოველი საზრუნავი; უარყავ შენი ხორცი; განიძარცვე გულის ზრახვები; რადგან სხვა არაფერია ლოცვა, თუ არა - უარყოფა სოფლისა: ხილულისა და უხილავისა; როგორც იტყვის მგალობელი: "რაი ძეს ჩემი ცათა შინა", ანდა "შენგან რაი ვინებე ქვეყანასა ზედა". - არაფერი! გარდა იმისა, რომ მარადის ლოცვით მოგეჯაჭვო შენ
იყო კაცი, რომელიც ამბობდა: "ნუ ჩვენთვის, უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეცი დიდებაი" (ფს. 113,9); რადგან მან იცოდა, რომ ადამიანური ბუნება ქებას უვნებლად ვერ მიიღებს. "შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა" (ფს. 21...
იხილეთ სრულად
იყო კაცი, რომელიც ამბობდა: "ნუ ჩვენთვის, უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეცი დიდებაი" (ფს. 113,9); რადგან მან იცოდა, რომ ადამიანური ბუნება ქებას უვნებლად ვერ მიიღებს. "შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა" (ფს. 21,26) მომავალ საუკუნეში, რადგან ვიდრე იქ არ მივალ და შენმიერი ქება ამ სოფელში ჩამესმის, ამ ქებას არარად მივიჩნევ და მავნებლადაც ჩავთვლი
პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსა...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა თავისი არსით ბუნების გადასხვაფერებაა, კეთილი წესის გარყვნა, საკუთარ ბრალისაგან გაქცევა, თავისი ბუნებით ის ნაღვაწის დამღუპველია, სულიერ საუნჯეთა მძარცველი, ურწმუნოების ნაშობი და ამპარტავნების წინამორბედი. ისაა ნავსადგურში დაღუპვის მომტანი და კალოზე - ჭიანჭველა, რადგან მცირეა, მაგრამ შეუძლია, ყოველგვარი ნაშრომი და ნაყოფი გააფუჭოს.
ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის და...
იხილეთ სრულად
ბუნებრივი უბრალოებაც კარგი და სანატრელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც იგი, ვინც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მობრუნდა და მოიპოვა უბრალოება, რადგან პირველის მფლობელი რადგან პირველის მფლობელი უკეთურებისა და ვნებებისგან არის დაცული, მეორე კი დიდი სიმშვიდისა და სიმდაბლის მომასწავებელია, პირველის ჯილდო დიდი არ არის, მეორისა კი - უფრო აღმატებულია