განსაცდელი მრავალგვარია და ამისთვის ვიტყვი აქ, კერძოდ, შინაგანზედ, რამეთუ რაც უნდა აღშფოთდე და დაბნელდეს გონების შენის მხედველობა და ფრიადცა საშიშმა მდგომარეობამ გარე მოგიცვას შენ, მაინც უცხო და საკვირველი არა არს რა და ნუ შეშინდე...
იხილეთ სრულად
განსაცდელი მრავალგვარია და ამისთვის ვიტყვი აქ, კერძოდ, შინაგანზედ, რამეთუ რაც უნდა აღშფოთდე და დაბნელდეს გონების შენის მხედველობა და ფრიადცა საშიშმა მდგომარეობამ გარე მოგიცვას შენ, მაინც უცხო და საკვირველი არა არს რა და ნუ შეშინდები, ნურცა სიმხნეს დაკარგავ, როცა შიში, ძრწოლა და სიბნელე ერთად გეკვეთოს (შეგემთხვეს), რამეთუ ერედ ჯერ არს ყოველივე ღვთისა მიერ განსწავლებად შენდა. მიხედე დიდსა მას წინასწარმეტყველსა დავითს, თუ რასა იტყვის. რამეთუ რომელი ...
განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, ...
იხილეთ სრულად
განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვასის სიკვდილი და სხვა. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თვისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.
გამოფხიზლება - წყალობაა ღმრთისა. განსაცდელი არის ღმერთის მოხედვა. ღმერთი განსაცდელს მოგვიწვდის ხოლმე ხელს ჩვენივე გამოფხიზლებისათვის და გვეტყვის: აი შენ გამოგირჩიე მე; შენ არასწორად ცხოვრობდი და ამიტომ აღმოჩნდი საშინელ განსაცდელში...
იხილეთ სრულად
გამოფხიზლება - წყალობაა ღმრთისა. განსაცდელი არის ღმერთის მოხედვა. ღმერთი განსაცდელს მოგვიწვდის ხოლმე ხელს ჩვენივე გამოფხიზლებისათვის და გვეტყვის: აი შენ გამოგირჩიე მე; შენ არასწორად ცხოვრობდი და ამიტომ აღმოჩნდი საშინელ განსაცდელში; იქნებ ამ განსაცდელებით მაინც დამინახო, განიცადო შენი უფალი. და როდესაც ჩვენ სინანულში შევდივართ, მაშინ ვხედავთ უფალს. მაგრამ სასოწარკვეთილებას თუ მივეცემით, კიდევ უფრო მეტად დავშორდებით უფალს.
უთუოდ გეშინოდეს მაშინ, როცა შენში მადლი მოქმედებს. ხოლო როცა ხედავ, რომ განსაცდელები და გასაჭირი გახრჩობს ყოველი მხრიდან, მაშინ გიხაროდეს. ნუ მწუხარებ, ნუ ჩივი, ნუ ნაღვლობ. მოიძიე შენში სიმამაცე, რადგან სიხარული და ნუგეში მოვა შე...
იხილეთ სრულად
უთუოდ გეშინოდეს მაშინ, როცა შენში მადლი მოქმედებს. ხოლო როცა ხედავ, რომ განსაცდელები და გასაჭირი გახრჩობს ყოველი მხრიდან, მაშინ გიხაროდეს. ნუ მწუხარებ, ნუ ჩივი, ნუ ნაღვლობ. მოიძიე შენში სიმამაცე, რადგან სიხარული და ნუგეში მოვა შენთან. "განმტკიცდი, სულო ჩემო", - თქვი. აი, ეს არის მთელი განსაცდელი, გამოდცა და ჭირი და შემდეგ მრავალი დღის მანძილზე გექნება მშვიდობა, სიხარული და მადლი. "გმადლობ, ქრისტე ჩემო, - თქვი - რადგან ჭირსა ჩემსა განმივრცე მე, ს...
ძალით ძლიერი, ვიდრე არ გამოსახავს კაცს, ისე განაგებს, რომ იგი ამაღლდეს და ჭვრეტდეს, ეშვებოდეს და იბრძოდეს. და ერთსაც და მეორესაც ისე ეკიდებოდეს, როგორც რაღაც ჩვეულებრივს, რომ ეს ჩვეულებრივი ცვლილებები მისთვის საგრძნობი არ იყოს. "ე...
იხილეთ სრულად
ძალით ძლიერი, ვიდრე არ გამოსახავს კაცს, ისე განაგებს, რომ იგი ამაღლდეს და ჭვრეტდეს, ეშვებოდეს და იბრძოდეს. და ერთსაც და მეორესაც ისე ეკიდებოდეს, როგორც რაღაც ჩვეულებრივს, რომ ეს ჩვეულებრივი ცვლილებები მისთვის საგრძნობი არ იყოს. "ერთიცა და მეორეც ჩემი გულისთვისაა", - გეუბნება იგი.მაშ არ გინდა ტანჯვა? ზეაღსვლასაც ნუ ისურვებ. თუკი ვინმეს ჭირთათმენა არ სურს, ნურც მადლს ითხოვს
როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმინდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები, როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვ...
იხილეთ სრულად
როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმინდა მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები, როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან ბურთი, რომლითაც თამაშობენ
ხშირად შეჰღაღადე შენს მამას, რომელიც მუდამ შენს გვერდითაა და არასდროს გტოვებს. იგი უფრო ახლოსაც კია, ვიდრე შენი გონების მოძრაობა: იგი შენს სუნთქვაშია, შენს გონებაში, შენს სიტყვაში. ღმერთი ყველაფერს იტევს. ჩვენ, გლახაკნი და უგუნურნ...
იხილეთ სრულად
ხშირად შეჰღაღადე შენს მამას, რომელიც მუდამ შენს გვერდითაა და არასდროს გტოვებს. იგი უფრო ახლოსაც კია, ვიდრე შენი გონების მოძრაობა: იგი შენს სუნთქვაშია, შენს გონებაში, შენს სიტყვაში. ღმერთი ყველაფერს იტევს. ჩვენ, გლახაკნი და უგუნურნი, მისით ვცოცხლობთ, იგი გვატარებს თავისი უბით, მამაშენი აქაა, მუდამ გხედავს. შენ კი რატომ ვერ ხედავ მას? სცოდავ? რატომ არ უგდებ ყურს? რატომ ამწუხრებ ცხოვრების მომცემელს? თუმცა კი გხედავს, ნაღვლობს, მაგრამ თვალს გარიდებს,...
ყოველ განსაცდელსა თუ გასაჭირში მოთმინება გმართებს, და იგია მათზე გამარჯვება. აღნიშნე იმათი სახელები, ვინც განსაცდელის ჟამს სიკვდილამდე დაითმინა, როცა ნერწყვი სისხლად ექცეოდათ პირში, რათა ხმა არ გაეღოთ. მათ მიმართ იქონიე დიდი მოწიწ...
იხილეთ სრულად
ყოველ განსაცდელსა თუ გასაჭირში მოთმინება გმართებს, და იგია მათზე გამარჯვება. აღნიშნე იმათი სახელები, ვინც განსაცდელის ჟამს სიკვდილამდე დაითმინა, როცა ნერწყვი სისხლად ექცეოდათ პირში, რათა ხმა არ გაეღოთ. მათ მიმართ იქონიე დიდი მოწიწება და პატივი მიაგე, როგორც მოწამეებსა და აღმსარებლებს. ისინი და მათი მსგავსნი მიყვარს, მათ ვეამბორები და მათ გამო ყოველდღე უკანასკნელ წვეთამდე უნდა დავთხიო სისხლი ქრისტეს სიყვარულში. რადგან ხედავ, რომ ურჩევნია ათასჯერ მ...
ვინც შეიცნო, თუ რა არის ღმრთის ნიჭი, რომ იგი (ნიჭი) ტანჯვაა და საერთოდაც, ყოველივე ის, რაც ჩვენ განგვცდის, მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა. და ელოდება მათ (განსაცდელებს), როდის მოვლენ, რადგან მათი მეშვეობით განიწმინდება, ხოლო მოთმი...
იხილეთ სრულად
ვინც შეიცნო, თუ რა არის ღმრთის ნიჭი, რომ იგი (ნიჭი) ტანჯვაა და საერთოდაც, ყოველივე ის, რაც ჩვენ განგვცდის, მან ჭეშმარიტად ჰპოვა უფლის გზა. და ელოდება მათ (განსაცდელებს), როდის მოვლენ, რადგან მათი მეშვეობით განიწმინდება, ხოლო მოთმინებით ნათლდება და ჭვრეტს ღმერთს