55. სულიერი თვალსაზრისით, მეჯოგე ეწოდება მოღვაწე ხალხს, რამეთუ სულიერ ცხოვრებაში ზნეობრივ, მართებულად აღსრულებულ საქმეებს აქვს მუშა ფოგის მნიშვნელობა. ამიტომ ამბობს იაკობი: "[]მეჯოგე ხალხი ვართ შენი მორჩილნი". მწყემსი კი არის შემმ...
იხილეთ სრულად
55. სულიერი თვალსაზრისით, მეჯოგე ეწოდება მოღვაწე ხალხს, რამეთუ სულიერ ცხოვრებაში ზნეობრივ, მართებულად აღსრულებულ საქმეებს აქვს მუშა ფოგის მნიშვნელობა. ამიტომ ამბობს იაკობი: "[]მეჯოგე ხალხი ვართ შენი მორჩილნი". მწყემსი კი არის შემმეცნებელი ხალხი, რამეთუ ცხვრის მნიშვნელობა აქვს აზრებს, რომელთაც შემეცნების მთაზე გონება მწყემსავს. ამიტომაც "სისაძაგლეა ევიპტელთათვის", ე.ი. მოწინააღმდეგე ძალთათვის, "ყოველი მეცხვარე" (დაბ.46,34).
link
26. გონება, რომელიც მართებულ ღვაწლმოსილ ცხოვრებას ეწევა, კეთილგონიერებაში აღწევს წარმატებას, ხოლო, როცა მართებულად ჭვრეტს, - ცოდნაში. პირველი, ამ კუთხით მოღვაწეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ანიჭებს. მეორე, თავის თანაზიარ...
იხილეთ სრულად
26. გონება, რომელიც მართებულ ღვაწლმოსილ ცხოვრებას ეწევა, კეთილგონიერებაში აღწევს წარმატებას, ხოლო, როცა მართებულად ჭვრეტს, - ცოდნაში. პირველი, ამ კუთხით მოღვაწეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარს ანიჭებს. მეორე, თავის თანაზიარს, უხორცო და ხორციელ არსებათა თვისებების შეცნობის უნარით აჯილდოებს. ღვთის მეტყველების მადლს კი გონება მიშინ მოიპოვებს, როცა, სიყვარულით ფრთოვანქმნილი, ყოველივე ზემოაღნიშნულს გადაიფრენს და, ღმერთთან ყოფნას მიწეული, ღვთის ...
link
21. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას წმინდა ღვაწლში წვრთნის და მისგან ვნებიან ფიქრებს განაგდებს, მღვდლის საქმეს - ვინც არსებულის შეცნობით ანათლებს გონებას და მცდარ ცოდნას აღმოფხვრის, ეპისკოპოსის საქმეს - ვინც გონების სრ...
იხილეთ სრულად
21. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას წმინდა ღვაწლში წვრთნის და მისგან ვნებიან ფიქრებს განაგდებს, მღვდლის საქმეს - ვინც არსებულის შეცნობით ანათლებს გონებას და მცდარ ცოდნას აღმოფხვრის, ეპისკოპოსის საქმეს - ვინც გონების სრულყოფას წმინდა სამების თაყვანისმცემელი ცოდნის თანაზიარებით დაასრულებს.
link
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ა...
იხილეთ სრულად
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ათავისუფლებს, ხოლო მეორე გულმავიწყობისა და უცოდინარობისაგან იცავს და ამგვარად მას საშუალება ეძლევა ილოცოს ისე, როგორც ჯეროვანია.
link
რამდენად საშიშია განკითხვის ცოდვა?
როგორი კანონი უნდა გვქონდეს რელიგიური წიგნების კითხვისას?
ბევრი ამბობს, რომ გარეგნულ ღვთისმოსაობას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ შინაგანია... რა შეიძლება ვუთხრათ ასეთ ადამიანებს? განა მართლები არიან?
როგორ აფასებს ღმერთი ჩვენს საქმეებსა და ღვაწლს?
ცხონებისათვის რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა განსჯას?
როდის ჩაითვლება მოთმინება ღვაწლში?