ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ქალი იყო და ახლა იგი არის უმაღლესი ქერუბიმთა და სერაფიმთა. აჰა ვითარ აღამაღლა ღმერთმან ბუნება ქალისა.
ვითარი ხასიათი და ყოფაქცევა ჰქონდა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა? ამას მოკლე სიტყვითა ვერ გამოჰხატავს ენა კაცისა. მრთელი დიდი წიგნი რომ აღავსოს კაცმა წერილითა, მაშინაც სავსებით ვერ გამოჰხატავს მისთა თვისებათა და ცხოვრებასა. მხოლოდ, ...
იხილეთ სრულად
ვითარი ხასიათი და ყოფაქცევა ჰქონდა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა? ამას მოკლე სიტყვითა ვერ გამოჰხატავს ენა კაცისა. მრთელი დიდი წიგნი რომ აღავსოს კაცმა წერილითა, მაშინაც სავსებით ვერ გამოჰხატავს მისთა თვისებათა და ცხოვრებასა. მხოლოდ, ოდეს წარმოიდგენს კაცი მისსა ღვთაებრივსა სახესა, მაშინ იფიქრებს: აი, როგორი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი ქალი, და ვის უნდა დაემსგავსოს შეძლებისამებრ და მადლისა მიცემულისა მისდამი. აჰა, ვის უნდა ემზგავსებოდეს ქალწულნი; აჰა, ...
link
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, დ...
იხილეთ სრულად
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, და ყოფაქცევისა.
link
სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ჰხედვიდენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რაოდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებ...
იხილეთ სრულად
სოფელსა ამას შინა ცხოვრება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა იყო ესოდენ მშვიდ და დაფარულ, რომელ მას ჰხედვიდენ არა მრავალნი პირნი, არამედ მხოლოდ რაოდენიმე მახლობელნი მისნი მიიღებდნენ მისგან გამოუთქმელსა ნუგეშსა, დიდსა და სულიერსა სარგებლობასა; გარნა ოდესაც იგი გარდავიდა ამიერ სოფლითგან და შევიდა დიდებასა შინა ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა, მაშინ იგი შეიქმნა მრთელისა ქვეყნისათვის წყარო მადლისა და კარი მოწყალებისა.
link
ქრისტიანენი სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ მიძიებასა, ანუ მიცვალებასა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა. ნაცვლად ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ ყოვლადწმიდის გარდაცვალებასა? მიძინებითა მისით...
იხილეთ სრულად
ქრისტიანენი სიხარულითა და დღესასწაულობითა ვიხსენებთ მიძიებასა, ანუ მიცვალებასა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა. ნაცვლად ტირილისა და მწუხარებისა, რისთვის გვიხარიან და ვდღესასწაულობთ ჩვენ ყოვლადწმიდის გარდაცვალებასა? მიძინებითა მისითა არა თუ მოაკლდა რაიმე მახლობელთა მისთა და სოფელსა ყოველსა, არამედ შეეძინა დიდი რამ. ესრეთ, რომელ ყოვლადწმიდამან ღვთისმშობელმან, ვითარცა თქმულ არს საღმრთოსა გალობასა შინა: „შობასა ქალწულება დაიმარხა და მიცვალებასა სოფელი...
link
მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელნი უყვარდა მას თუ არა? სრულიად არა. წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომ...
იხილეთ სრულად
მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი? მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასნი ტანსაცმელნი უყვარდა მას თუ არა? სრულიად არა. წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომელ ყოვალდწმიდის ღვთისმშობელისაგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტელი, იგი იყო უბრალო, იაფი და მისი ხელით ნაქსოვი. უყვარდა მას თუ არა უქმად ჯდომა, ჭორი და განკიცხვა? სრულიად არა. იგი ანუ ლოცულობდა, ანუ ქსოვდა მატყლსა, ანუ ს...
link
ყოველთა წმიდათა კაცთათვის თქმულ არს წერილსა შინა, რომელ ცხოვრება მათი დაფარულ არს ღმერთსა შინა, გარნა უმეტესად ითქმის ესე ღთისმშობლისათვის, რომლისა ყოველი გონება და არსება იყო დაფარულ ღვთის არსებასა შინა. გარეშეობა ღვთისმშობლისა ა...
იხილეთ სრულად
ყოველთა წმიდათა კაცთათვის თქმულ არს წერილსა შინა, რომელ ცხოვრება მათი დაფარულ არს ღმერთსა შინა, გარნა უმეტესად ითქმის ესე ღთისმშობლისათვის, რომლისა ყოველი გონება და არსება იყო დაფარულ ღვთის არსებასა შინა. გარეშეობა ღვთისმშობლისა არ აჩენდა არცა ერთსა მისსა დაფარულსა დიდებულებასა; ვერავინ განარჩევდა მას სხვათა ქალთაგან, ვერცა შესამოსლითა, ვერცა სუფრასა ზედა და ვერცა სხვითა გარეგანითა გარემოებითა; ოდეს გულსა შინა მისსა ნათლობდა ნათელი ღვთაებისა, ოდე...
link
პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება ღვთისმშობელისა იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა და გარეგან გამოსაჩენათ სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთ...
იხილეთ სრულად
პირველი საკუთარი და განმასხვავებელი თვისება ღვთისმშობელისა იყო ის, რომელ ყოველი მისი ღვთაებრივი სისრულე და დიდება იყო შინაგან მისსა, სულსა და გულსა შინა მისსა და გარეგან გამოსაჩენათ სისრულე მისი იყო დაფარულ კაცთაგან, ხოლო ცხად ერთისა ღვთისათვის. სული მისი იყო ტაძარი ღვთისა ცხოველისა, უწინარეს ვიდრე სხეული მისი შეიქმნა ტაძრად ცხოველად განხორციელებისა ღვთის სიტყვისა.
link
პირველი სახე და მაგალითი, რომელსა წინა დაგვიგებს ბაძვად ჩვენ ქრისტიანეთა სახარება, არის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო მეორე, უმეტესად დედობრივისა სქესისათვის, დედოფალი ჩვენი, ღვთისმშობელი მარიამი.
ყოველთა შინა ჩვენთა ლოცვათა, მაშინ უზენაესისა და თაყვანის–საცემელისა ღვთის სახელისა, უწოდებთ სახელსა დედოფლისა მარიამისა და ვსთხოვთ მას შუამდგომლობასა ძისა მისისადმი. ერთი მხოლოდ ყოველსა შინა კაცობრივსა ნათესავსა გამოსჩნდა იგი ღირ...
იხილეთ სრულად
ყოველთა შინა ჩვენთა ლოცვათა, მაშინ უზენაესისა და თაყვანის–საცემელისა ღვთის სახელისა, უწოდებთ სახელსა დედოფლისა მარიამისა და ვსთხოვთ მას შუამდგომლობასა ძისა მისისადმი. ერთი მხოლოდ ყოველსა შინა კაცობრივსა ნათესავსა გამოსჩნდა იგი ღირსად, რათა მიეღო სიტყვა ღვთისა და ემსახურა საიდუმლოსა განხორციელებისასა.
link