აბორტი - ციტატები, გამონათქვამები

აბორტი - ციტატები, გამონათქვამები აბორტი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ურწმუნოება ან ნელთბილი სარწმუნოებაა მიზეზი იმისა, რომ ასე გავრცელებულია ისეთი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა ნარკომანია, ლოთობა, აბორტი, მოსახლეობის მორალური დაცემა, ოჯახის რღვევა და ა.შ. ურწმუნოება ან ნელთბილი სარწმუნოებაა მიზეზი


აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ!

აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში, ჯერ არ შევსულვართ. უდაბნოს გზაზე ჩვენი მსვლელობისას ზოგჯერ თავს იჩენს ცოდვითი ცდომილებანი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ჯვარდაწერილ წყვილთა ხშირი განქორწინება, ნარკომანია და აბორტი. აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში. უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი.

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა. დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა, და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ. არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

დიასახლისის როლი აღზრდაში

თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები. თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

ოჯახური ფასეულობები თანამედროვე მსოფლიოში

თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტილური ინტერესები, ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ. „ჰუმანისტები“ მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.
ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.
მიზანი ამართლებს საშუალებას - ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის. თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

ამ დანაშაულს ძნელად თუ ვინმე გამოისყიდის

გახსოვდეთ, ცოდვა გამოუსყიდი არ რჩება ამ სოფლად. უშუალოდ რჯულის დამრღვევთ ან მათ ნაშიერთ მოეკითხებათ იგი უცილოდ. დაინდეთ შთამომავალნი, მოჩვენებითი კეთილდღეობისათვის ნუ შეიწირავთ მათ ბედნიერებას და ნურც საკუთარ თავს განუმზადებთ მარადიულ სატანჯველს, რადგანაც ღვთისა და ერის წინაშე ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულს ძნელად თუ ვინმე გამოისყიდის. გახსოვდეთ, ცოდვა გამოუსყიდი არ რჩება ამ

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდებიან და მეუღლის ნებართვით ან მისი ნების საწინააღმდეგოდ უდროოდ უსპობენ სიცოცხლეს ნაყოფს. იმას კი ივიწყებენ, რომ ეს არის ნამდვილი მკვლელობა, მკვლელობა საკუთარი ვაჟის ან გოგონასი; რა მნიშვნელობა აქვს, რა ხნის იქნება იგი, ახლადჩასახული თუ 20-30 წლის ასაკისა? სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

ვისაც ეკონომიკური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას. თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ.
როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს.
დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული).
მანამდე კი მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად. ვისაც ეკონომიკური პრობლემების გამო შვილის

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას, აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი - ნერვიულ გამოვლინებებს.
ამიტომაც არის ამდენი დანგრეული ოჯახი დღეს საქართველოში, ამდენი მკვდრადშობილი ნაყოფი და ჩვილთა შორის გახშირებული სიკვდილიანობა. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება. ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ

image
image თემა: აბორტი
ავტორი: ილია II

აბორტი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2