ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ბოროტება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენშია, ჩვენს გულშია ფითრივით ფესვგადგმული და, თუ დროზე არ მოვიკვეთთ, ცოდვის მსხვერპლნი და მსახურნი შევიქმნებით, რადგან იგი არ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ სხვისი ტკივილი, სხვისი მწუხარება, დავინახო... იხილეთ სრულად
ამქვეყნად მხოლოდ მოძღვარს აქვს ღვთისგან მინიჭებული მადლი ცოდვათა გახსნის და მიტევებისა.
ის საშინელი მოვლენები, რაც ჩვენს გვერდით ხდება: მკვლელობა, ძალადობა, ძარცვა, ვერაგობა, თავაწყვეტილი ვნება... შედეგია ურწმუნოებისა და არასულიერობისა. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის, ბავშვ... იხილეთ სრულად
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში.
ზოგს ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის. მწარედ ცდებიან!
მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო კაცთა მოდგმას, იგი ცდილობს, ჩვენთვის ყველაზე ამაღლებული ღირებულებების – სიყვარულის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვიდობის, განათლების... – აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა შეცვალო... იხილეთ სრულად
დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, რომლებიც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებენ, და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნე... იხილეთ სრულად