სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები
სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები სიმართლე, გამონათქვამები, ციტატები
პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად იტყვის, ყოველსა აღთქმას და პირობასა მიუცილებლად აღასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმა, მრუდედ და მზაკვრად მოქცევა; რაც არ იცის ბეჯითად, იმას არ დაგაჯერებს, რ... იხილეთ სრულად
მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ რომ მართალია, ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას როგორც თავის სწორს და ტოლს უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი ღვთისა... იხილეთ სრულად
109. საქმეთაგან, სიტვათაგან და აზრთაგან მხოლოდ ერთია მართალი (ე.ი. მაცხოვარი იესო ქრისტე), ხოლო სარწმნოებისგან, მადლისგან და სინანულისგან მრავალი გამართლებულა.
ბერი უნდა იყოს მტკიცე, სიმართლის გამო ყველას აწყენინოს, რადგან, სიმართლე თვითონ ღმერთია
სიმართლის თქმის უფლება ცოდვილსაც აქვს, ცოდვილმა რომ მისი ცოდვების გამო სიმართლე დამალოს და არ თქვას, მის ცოდვებს ესეც დაემატება. და კიდევ უფრო მეტად დაისჯება
თუ რომელიმე თქვენგანი სიმართლეს მოისურვებს, იცოდეს, რომ სიმართლე არის ძმის სიმძიმის ზიდვა ბოლო ამოსუნთქვამდე და მოძღვრის სრული მორჩილება. და მხოლოდ სიყვარულით აღშენდება უძლური
თუკი ვინმეს წყენას აყენებენ ამსოფლად და მოინდომებს სამართლის პოვნას, იცოდეს, რომ იგი (სამართალი) მდგომარეობს ძმის, მოყვასის სიმძიმის ტვირთვაში, ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და ამ ცხოვრების ყოველგვარი ნაღველის დათმენაში